ტონზილგონი N ტაბლეტი გამოიყენება რესპირატორული ვირუსული ინფექციების შედეგად წარმოქმნილი გართულებების პროფილაქტიკის და როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება ბაქტერიული ინფექციების ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.
1 ტონზილგონი N ტაბლეტი შეიცავს დაფხვნილ პრეპარატებს:
მწვავე სიმპტომების არსებობისას:
მოზრდილებმა და მოზარდებმა 12 წლიდან უნდა მიიღონ 2 შემოგარსული ტაბლეტი 5-6-ჯერ დღეში.
6-11 წლის ბავშვებმა უნდა მიიღონ 1 შემოგარსული ტაბლეტი 5-6-ჯერ დღეში.
სიმპტომების შემსუბუქების შემდეგ, ტონსილგონ®N-ით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 1 კვირა.
დაავადების მწვავე სიმპტომების ალაგების შემდეგ:
მოზრდილებმა და მოზარდებმა 12 წლიდან უნდა მიიღონ 2 შემოგარსული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
6-11 წლის ბავშვებმა უნდა მიიღონ 1 შემოგარსული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
შემოგარსული ტაბლეტი მიიღება მთლიანად, დაღეჭვის გარეშე მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
ვინაიდან არ არსებობს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების საკმარისი გამოცდილება, ეს მედიკამენტი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დანიშნული უნდა იყოს მხოლოდ ექიმის მიერ რისკი-სარგებელის მკაცრი შეფასების შემდეგ.
არ შეინახოთ 25 ° C -ზე მაღალ ტემპერატურაზე.