გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების მძიმე და ქრონიკული დაავადებების დროს.
100გ პერორალური წვეთები შეიცავს:
შემდეგი მცენარეების 2.6გ ნაკრების ექსტრაქტს (1:38):
ექსტრაგენტი: ეთანოლი 59% (v/v)
ექსტრაგენტი: გამოხდილი წყალი
პრეპარატი შეიცავს 19% (v/v) ალკოჰოლს.
მწვავე სიმპტომების არსებობისას:
მოზრდილებმა და მოზარდებმა 12 წლიდან უნდა მიიღონ 25 წვეთი 5-6-ჯერ დღეში.
6-11 წლის ბავშვებმა უნდა მიიღონ 15 წვეთი 5-6-ჯერ დღეში.
1-5 წლის ბავშვებმა უნდა მიიღონ 10 წვეთი 5-6 ჯერ დღეში.
სიმპტომების შემსუბუქების შემდეგ, ტონსილგონ®N-ით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 1 კვირა.
დაავადების მწვავე სიმპტომების ალაგების შემდეგ:
მოზრდილებმა და მოზარდებმა 12 წლიდან უნდა მიიღონ 25 წვეთი 3-ჯერ დღეში.
6-11 წლის ბავშვებმა უნდა მიიღონ 15 წვეთი 3-ჯერ დღეში.
1-5 წლის ბავშვებმა უნდა მიიღონ 10 წვეთი 3 ჯერ დღეში.
წვეთები მიიღება განზავების გარეშე. წვეთები მცირე დროით უნდა გაიჩეროთ პირის ღრუში და შემდეგ გადაყლაპოთ.
საჭიროების შემთხვევაში, წვეთები შეიძლება განზავდეს გარკვეული სითხით (მაგ. ჭიქა წყალში).
ვინაიდან არ არსებობს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების საკმარისი გამოცდილება, მედიკამენტი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა დაინიშნოს მხოლოდ დამსწრე ექიმის მიერ რისკ-სარგებლობის მკაცრი შეფასების შემდეგ.
არ შეინახოთ 25 ° C -ზე მაღალ ტემპერატურაზე.