1. პრეამბულა
1.1. სანამ „პლატფორმის„ გამოყენებას გადაწყვეტთ, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს(„პირობები“) და „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“, რაც ასევე განთავსებულია წინამდებარე პლატფორმაზე(https://pharmadepot.ge/ka/privacy-policy).
1.2. ფარმადეპოს პლატფორმის მფლობელია სს „გეფა„, ს/ნ 201991229, მის.: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის24ა.
1.3. “პირობები“ ეხება იმ სერვისებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ან გახდება ხელმისაწვდომი თქვენთვის („საბოლოომომხმარებელი“ ან „თქვენ“), გეფა-ს ონლაინ პლაფთორმების საშუალებით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „პლათფორმა„,„აპლიკაცია„, „საიტი„, ან „ჩვენ„), რაც მოიცავს შემდეგს:
1.3.1 პროდუქციის ძებნა;
1.3.2 პოდუქციის შეძენა და საკურიერო სერვისით სარგებლობა;
1.3.3 ლოიალობის ბარათების რეგისტრაცია/.
1.4. პირობებში აღწერილია, როგორ უნდა გამოიყენოთ „პლათფორა„, მართოთ ანგარიშები, მხარეთა უფლება-მოვალეობები.პირობებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზეdigitalsupport@gepha.com.
1.5. პლატფორმით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ უპირობოდ ეთანხმებით წინამდებარე „პირობებს“ და „მონაცემთადაცვის პოლიტიკას“ და ადასტურებთ, რომ იმოქმედებთ მათ შესაბამისად. წინამდებარე „პირობები“ ჩაანაცვლებს ყველაადრინდელ პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც მანამდე გაეცანით „აპლიკაციის“/“საიტის„ ფარგლებშიმომსახურების მიღების მიზნით. ნებისმიერი „სერვისით„ სარგებლობის შემთხვევაში თქვენ ადასტურებთ წინამდებარეპირობებს.
1.6. წინამდებარე დოკუმენტში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომპანიისპლატფორმაზე. ამასთან, ნებისმიერი მნიშვნელოვანი (არა ტექნიკური ხასიათის) ცვლილების შესახებ გეცნობებათ თქვენიპროფილის გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნებით. თუ „თქვენ„ არ ეთანხმებით რაიმე ცვლილებას, შეგიძლიათანგარიშის გაუქმებისთვის მოგვწეროთ digitalsupport@gepha.com -ზე.
1.7. თუ არ ეთანხმებით „პირობების„ რომელიმე ნაწილს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ „პლატფორმა„ და არ ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით.
1.8. „პირობები„ რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გამოყენების პირობები
2.1. 16 წლამდე პირებს ეკრძალებათ კომპანიის პლატფორმით სარგებლობა. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომპლატფორმაზე დარეგისტრირებული მომხმარებელი არის 16 წლამდე ასაკის პირი, იძულებულები ვიქნებით გავაუქმოთ ასეთი პირისანგარიში და წავშალოთ მისი მონაცემები. გეფა-ს პლატფორმით სარგებლობით თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 16წლის.
2.2. მომხმარებელი თავად ირჩევს სურს თუ არა Fingerprint-ის და FaceID-ის ფუნქციების გამოყენება. გარდა ამისამას შეუძლია ნებისმიერ დროს აპლიკაციიდან გამორთოს აღნიშნული ფუნქციები და აპლიკაციაში შევიდეს მხოლოდ მომხმარებლისსახელისა და პაროლის გამოყენებით. აქვე გიდასტურებთ, რომ ჩვენ არ დავამუშავებთ თქვენ ბიომეტრიულ მონაცემებს.
2.3. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი აპლიკაციაში შესვლისას მონიშნავს „დამიმახსოვრეს„, ან გაააქტიურებსFaceID-ის ან TouchID-ის, ის აპლიკაციაში შესული (logged in) დარჩება 30 დღის განმავლობაში, აპლიკაციის გამორთვისმიუხედავად. 30 დღის შემდეგ მას მოუწევს ხელახლა შეიყვანოს პაროლი ან შევიდეს აპლიკაციაში FaceID-ის ან TouchID-ისსაშუალებით, თუ რომელიმე მათგანი გააქტიურებული ჰქონდა.
2.4. „პერსონალური ინფორმაცია„ განსაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონისშესაბამისად და ასახულია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში„.
2.5. მომხმარებელი უნდა გაეცნოს „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას,„ რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად,განსაზღვრავს:
2.5.1. მონაცემთა კატეგორიებს;
2.5.2. სავალდებულოდ მოსაწოდებელ მონაცემებს;
2.5.3. ინფორმაცის შენახვის ვადებს;
2.5.4. კონფიდენციალობის და უსაფრთხოების გარანტიებს;
2.5.5. მომხმარებლების უფლებებსა და ვალდებულებებს.
2.6. პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის მომხმარებლის სახელისა დაპაროლის (შემდგომში „ანგარიში“) კონფიდენციალურობის დაცვაზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშისგამოყენებაზე, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს ავტორიზებული მომხმარებლის მიერ. მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდააცნობოს გეფა-ს თავისი ანგარიშების ფაქტობრივი ან სავარაუდო უნებართვო გამოყენების შესახებ. ამასთან ერთად, გეფა არიქნება პასუხისმგებელი იმ ზიანისთვის, რომელიც თქვენი ანგარიშის უნებართვო გამოყენებით მოგადგებათ, თქვენ კიპასუხისმგებელი იქნებით გეფა-ს ან სხვა მესამე პირის წინაშე იმ ზიანისთვის, რომელიც თქვენი ანგარიშის უნებართვოგამოყენების შედეგად წარმოიშობა.
2.7. „თქვენ„ პასუხისმგებელი ხართ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე, შესაბამისად ვალდებული ხართგაასწოროთ, წაშალოთ არასწორი მონაცემი. „თქვენი„ პერსონალური მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, გთხოვთ, ასახოთშესაბამისი ინფორმაცია პლატფორმაზე რეგისტრირებულ მონაცემებში. თუ კომპანიას გაუჩნდება ეჭვი, „თქვენს„ მიერმოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე, სიზუსტეზე, სისრულეზე, უფლებას ვიტოვებთ შეგიწყვიტოთ „სერვისების„ მოწოდებათქვენს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე.
3. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
3.1. გეფა „პლათფორმებზე„ განათავსებს შესაბამის ინფორმაციას პროდუქციის ხელმისაწვდომობის შესახებ დაუზრუნველყოფს ამ ინფორმაციის განახლებას.
3.2. გეფა არ არის და არ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი ზიანის გამო (მაგ. ვირუსი), რაც შეიძლება მიადგესმომხმარებლის მოწყობილობას პლატფორმის გამოყენებით, ან „პლათფორმიდან„ რაიმე მასალის, მონაცემის, ტექსტის, სურათის,ვიდეო ან აუდიო კონტენტის ჩამოტვირთვის გამო.
4. ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები
4.1. „პლათფორმებზე„ მითითებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
4.2. კომპანია ანიჭებს მომხმარებელს „პლათფორმაზე„/„პლათფორმის„ საშუალებით ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე წვდომისუფლებას, შემდგომში პროდუქციის დათვალიერების, შეკვეთის განთავსების, მიღების, მიწოდების და კომუნიკაციის მიზნით.„პლათფორმაზე„ განთავსებული ინფორმაცია, ტექსტი, გრაფიკული მასალა, სურათები, ლოგოები, ღილაკების პიკტოგრამები,პროგრამული კოდები, დიზაინი, და ა.შ (ერთობლივად, „პლატფორმ“-ის ინფორმაცია) გეფა-ს საკუთრებას წარმოადგენს დადაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, სასაქონლო ნიშნის და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად.მომხმარებელმა არ უნდა შეცვალოს „პლატფორმ“-ის ინფორმაცია ან რაიმე ფორმით მოახდინოს მისი რეპროდუცირება, გამოფენა,საჯაროდ გამოქვეყნება, ან სხვაგვარად გამოყენება, საზოგადოებრივი ან კომერციული მიზნებისათვის, ან პირადი სარგებლისმისაღებად.
4.3. მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ მას არ აქვს უფლება განათავსოს, (ატვირთოს, გამოაქვეყნოს),შეცვალოს, გადასცეს, განაახლოს ან გააზიაროს ინფორმაცია, რომელიც:
4.3.1 სხვა პირს ეკუთვნის და მასზე მომხმარებელს უფლება არ აქვს;
4.3.2 არის უაღრესად საზიანო, შეურაცხმყოფელი, მკრეხელური, ცილისმწამებლური, უხამსი, პორნოგრაფიული,პედოფილური, სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემლახველი, სიძულვილის გამომხატველი, ან რასობრივი და ეთნიკურითვალსაზრისით მიუღებელი, დამამცირებელი, ფულის გათეთრების ან აზარტული თამაშების წამახალისებელი და ხელშემწყობი, ანნებისმიერი სახით არაკანონერი;
4.3.3 ზიანს აყენებს არასრულწლოვნებს რაიმე ფორმით;
4.3.4 არღვევს პატენტის, სასაქონლო ნიშნის, საავტორო უფლებების ან საკუთრების უფლებას;
არღვევს ნებისმიერ მოქმედ კანონს;
4.3.5 ატყუებს ან შეცდომაში შეჰყავს ადრესატი ამგვარი შეტყობინებების წარმოშობასთან დაკავშირებით ან იძლევარაიმე ინფორმაციას, რომელიც შეურაცხმყოფელია ან საფრთხის შემცველი;
4.3.6 შეიცავს პროგრამულ ვირუსებს ან სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს ან პროგრამებს, რომლებიც შექმნილიაკომპიუტერული რესურსის ფუნქციონირების შეფერხების, განადგურების ან შეზღუდვის მიზნით.
4.4. მოხმარებელს ასევე ეკრძალება:
4.4.1 „პლატფორმ“-ის „კონტენტის„ მთლიანობის ან უსაფრთხოების დარღვევა ან ამის მცდელობა;
4.4.2 ნებისმიერი ინფორმაციის (სამუშაო ადგილის, შეტყობინებების და ჰიპერბმულის ჩათვლით) განთავსება„აპლიკაციაში„/“საიტზე“ რაც ხელისშემშლელია ან კონკურენტულია გეფა-ს მიერ მომსახურების მიწოდებასთანმიმართებაში;
4.4.3 „პლათფორმა“-ზე არასრული, ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის განთავსება;
4.4.4 სხვა მომხმარებლებთან არასასურველი კომუნიკაციების დამყარება;
4.4.5 ნებისმიერი ძრავის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელსაწყოს, აგენტის ან სხვა მოწყობილობის ან მექანიზმისგამოყენება (მაგალითად, სპაიდერები, რობოტები, ავატარები ან ინტელექტუალური აგენტები) „პლათფორმ“-ის ნავიგაციის ანძიების მიზნით;
4.4.6 „პლათფორმ„-ის ნებისმიერი ნაწილის გაშიფვრის, დაშლის, ან უკუღმა აწყობის მცდელობა;
4.4.7 ნებისმიერი ფორმით კოპირება ან დუბლირება „პლატფორმ“-ის ნებისმიერი კონტენტის ან პლათფორმებიდანხელმისაწვდომი სხვა ინფორმაციის მისაღებად;
4.4.8 პლატფორმ-ის ნებისმიერი კონტენტის კადრირება, Hot links და Deep links ბმულების გამოყენება;
4.4.9 პროგრამული უზრუნველყოფის ციფრული უფლებების მართვის, გამოყენების წესების ან უსაფრთხოების სხვამახასიათებლების გვერდის ავლა ან გამორთვა.
4.5 მას შემდეგ, რაც გეფა თავად მოიპოვებს ან დაზარალებული პირისგან მიიღებს ზემოხსენებულიდან რომელიმეინფორმაციას, ის უფლებამოსილია გათიშოს/წაშალოს შეუსაბამო ინფორმაცია. ამასთან გეფა უფლებამოსილია შეინახოს ამგვარიინფორმაცია და თანმხლები ჩანაწერები, სულ მცირე, 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, სამთავრობო უწყებებისთვისგადასაცემად, თუ გამოძიების მიზნებისათვის.
4.6. მომხმარებლის მიერ მოქმედი კანონების, წესების ან დებულებების წინამდებარე „პირობების„, „მონაცემთა დაცვისპოლიტიკის“ შეუსრულებლობის შემთხვევაში, გეფა-ს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის მიერ„პლათფორმაზე„ წვდომის ან გამოყენების უფლებები და „სერვისები„ და / ან წაშალოს არასასურველი ინფორმაცია„პლატფორმიდან.„
4.7. გეფა-ს შეუძლია გაამჟღავნოს ან გასცეს თქვენი ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთება მოეთხოვებაკანონით, ან ზედამხედველობის ორგანოს/უწყების თუ სამართალდამცავი ორგანოს მიერ, ან როდესაც გეფა, თავისიშეხედულებისამებრ, საჭიროდ თვლის, რომ დაიცვას თავისი ან სხვისი უფლებები, თავიდან აიცილოს რომელიმე პირის ანქონების ზიანი, შეებრძოლოს თაღლითობა, უზრუნველყოს წინამდებარე პირობების შესრულება ან გამოყენება.
4.8. გეფა პატივს სცემს სხვისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და წინააღმდეგია ინტელექტუალური საკუთრებისრაიმე უფლების ნებისმიერი დარღვევის.
5. პროდუქციის შეძენა
5.1 პროდუქციის შესყიდვის პროცესი იწყება სასურველი პროდუქტის ძებნის ფუნქციის გამოყენებით. მომხმარებელიირჩევს კონკრეტულ პროდუქტს, ფილიალს, წინამდებარე დოკუმენტის 5.8 პუნქტის შესაბამისად შეძენილი პროდუქტის მიღებისმეთოდს („მივაკითხავ„ ან „მომიტანე„), უთითებს მიწოდების მისამართს („მომიტანე„ სერვისის არჩევის შემთხვევაში),ამატებს საბანკო ბარათს, რომლითაც სურს შეკვეთის საფასურის გადახდა.
5.2 პროდუქცია იყიდება სტანდარტული ფასებით, ხოლო აქციების და ლოიალობის ბარათის ფასდაკლებების შესახებინფორმაცია შემოთავაზებულია დამატებით. ყიდვისას მომხმარებელი ხედავს, რომელი მედიკამენტი საჭიროებს რეცეპტს დარომელი არა.
5.3 ლოიალური ქულების დაგროვება ხდება ყოველ შენაძენზე დახარჯულ 25₾-ზე მომხმარებელი იღებს 1ბეჭედს, 1 ბეჭედი ექვივალენტურია 0,5₾-ის. იმისათვის რომ ბეჭდები დაირიცხოს ბარათზე, აუცილებელია რომ პლატფორმაზედამატებული იყოს ლოიალობის ბარათი.
5.4 შეკვეთის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ლოიალური ქულებითაც, რომელიც შეკვეთის თანხას სრულად ანნაწილობრივ შეამცირებს დაგროვებული ქულების რაოდენობის შესაბამისად.
5.5 ყიდვის დადასტურებისას შეკვეთის ინფორმაცია გადაეცემა აფთიაქს.
5.6 ვინაიდან ფარმადეპოს ბაზაში არსებული მონაცემები ახლდება პერიოდულად და მასში დაუყოვნებლივ არ ხდებააფთიაქის მარაგში განხორციელებული ცვლილებების ასახვა, გეფა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერშეკვეთაში მითითებული პროდუქცია ნამდვილად იქნება მარაგში.
5.7 შემდეგი ნაბიჯია პროდუქციის ნაშთის გადამოწმება აფთიაქის ელექტრონულ ბაზაში. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომმომხმარებლის მიერ მითითებული რაოდენობები სრულად არ იძებნება აფთიაქში ან მომხმარებლის მიერ არჩეული რომელიმეპროდუქტის ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები. ორივე შემთხვევაში პლათფორმა ატყობინებს მომხმარებელს რომ ა)პროდუქტი არასრულადაა მარაგში ბ) პროდუქტის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 თვე.
5.8 თუ მომხმარებლის მიერ შეკვეთილი რომელიმე პროდუქტი არასრულადაა მარაგში ან ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3თვეზე ნაკლები, პლათფორმა ეკითხება მომხმარებელს სურს თუ არა შეკვეთის გაფორმება, მიუხედავად აღნიშნულიგარემოებებისა. მომხმარებელს პასუხის გასაცემად ეძლევა 1 საათი. თუ მომხმარებელი ამ დროის განმავლობაში პასუხს არდააფიქსირებს, პლატფორმა ავტომატურად აუქმებს შეკვეთას და სრულად უბრუნებს მომხმარებელს გადახდილთანხას.
5.9 შემდეგ ეტაპზე შეკვეთის შესახებ ინფორმაცია მისდის კონკრეტული აფთიაქის ფარმაცევტს, რის შემდეგაც ის ახდენსშეკვეთაში არსებული პროდუქციის მოძიება/შეგროვებას. თუ ფარმაცევტმა აღმოაჩინა, რომ საწყობში არასრულად არისწარმოდგენილი რომელიმე პროდუქტი, ის ამის შესახებ ატყობინებს პლატფორმას. პლატფორმა თავის მხრივ ამის შესახებატყობინებს მომხმარებელს და ეკითხება სურს თუ არა შეკვეთის გაფორმება, მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა.მომხმარებელს პასუხის გასაცემად ეძლევა 2 საათი. თუ მომხმარებელი ამ დროში პასუხს არ დააფიქსირებს პლატფორმაავტომატურად აუქმებს შეკვეთას და უბრუნებს მომხმარებელს გადახდილ თანხას სრულად.
5.10 შეკვეთილი პროდუქტი მომხმარებლის საკუთრებაში გადადის თანხის გადახდის და აპლიკაციაში„მზადაა„ სტატუსის გააქტიურების მომენტში.
5.11 „მივაკითხავ„ სერვისით შეკვეთილი პროდუქციის პაკეტი ინახება აფთიაქში მომხმარებლისთვის, შეკვეთიდან 7კალენდარული დღის განმავლობაში. თუ მომხმარებელი არ გამოცხადდა ამ პერიოდის განმავლობაში შეკვეთილი პროდუქციისწასაღებად, შეკვეთა უქმდება და მომხმარებელს უბრუნდება გადახდილი თანხა 1-3 სამუშაო დღეში.
5.12. შეკვეთის გასატანად მისული მომხმარებელი ან კურიერი ატყობინებს ფარმაცევტს მისი შეკვეთის კოდს, რისშედეგადაც ფარმაცევტი მას გადასცემს შეკვეთას.
5.13. საკურიერო სერვისით სარგებლობა ფასიანია და განისაზვრება მიწოდების მანძილით. მიწოდების ტარიფიდაანგარიშდება პლათფორმაზე მიწოდების მისამართის დამატებისთანავე.
5.14. საკურიერო სერვისით სარგებლობისას კალათის მინიმალური ღირებულება უნდა აღემატებოდეს 20 ლარს. წინააღმდეგშემთხვევაში დაგემატებათ მინიმალური შეკვეთის საკომისიო თანხის 20 ლარამდე შესავსებად.
5.15. თითოეულ შეკვეთას დაემატება სერვისის საკომისიო.
5.16. საკურიერო მომსახურების შემთხვევაში გეფა არ არის პასუხისმგებელი აფთიაქიდან გასული შეკვეთის დროულ დაუნაკლო მიტანაზე მომხმარებელთან, აღნიშნულზე სრულად პასუხისმგებელია შესაბამისი საკურიერო მომსახურებისმიმწოდებელი.
5.17. საკურიერო სერვისით სარგებლობისას თუ თქვენივე მიზეზით ვერ მოახერხებთ შეკვეთის ჩაბარებას (არასწორიმისამართი, სატელეფონო ზარის გამოტოვება) პროდუქცია ავტომატურად დაბრუნდება შესყიდვის ფილიალში და შეგეძლებათ მისიფილიალიდან გატანა შეკვეთიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში ან გაგიუქმდებათ შესყიდვა (პროდუქტზე საკუთრებისუფლება დაუბრუნდება გეფას და მხოლოდ პროდუქციის საფასური დაგიბრუნდებათ ანგარიშზე 1-3 სამუშაო დღეში), ანშეგეძლებათ საკურიერო სერვისის ღირებულების ხელახლა გადახდა და დამატებით კურიერის დანიშვნა თქვენსშეკვეთაზე.
5.18. პრომო კოდების გამოყენება პროდუქციის შეძენისას
5.19 კომპანია პერიოდულად მომხმარებელს შესთავაზებს სახალისო აქტივობას გათამაშების სახით. აღნიშნულიგათამაშების პირობები განთავსდება პლატფორმაზე და მომხმარებელს მისცემს საშუალებას, პირობების დაკმაყოფილებისშემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს გათამაშებაში.
5.20 კომპანია პერიოდულად დააანონსებს ქეშბექ აქციებს კონკრეტული პირობ(ებ)ით. პირობებში შეიძლებაიგულისხმებოდეს კონკრეტული გადახდის არხი, კონკრეტული ბარათის ტიპი, მინიმალური თანხა რაზეც გავრცელდება ქეშბექი,მაქსიმალური ქეშბექის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე, ქეშბექის დაბრუნების ვადა. აღნიშნული პირობები დაანონსდება დაგანთავსდება პლატფორმაზე ბლოგისა ან/და ბანერების სახით.
6. მიმოხილვა და უკუკავშირი
6.1 წინამდებარე „პლათფორმის„ გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, გაზიარებული თქვენსადა გეფა-ს ან /პროვაიდერს შორის ექვემდებარება ჩვენს „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას„.
6.2 მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმ ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ წარადგენთ პლატფრომაშიგამოსაქვეყნებლად.
6.3 ასევე თანხმდებით, რომ გეფა შეიძლება დაგიკავშირდეთ ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტურიშეტყობინებით, ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა ელექტრონული საშუალებით, შემდეგი მიზნებისათვის:
6.3.1 გამოხმაურების/უკუკავშირის მისაღებად „პლატფორმასთან„ ან გეფა-ს „სერვისებთან„ დაკავშირებით;და/ან
6.3.2 თქვენი შეფასებების თუ მიმოხილვის გამო რაიმე საჩივართან, ინფორმაციასთან ან შეკითხვასთან დაკავშირებით;და/ან
6.3.3 შესაბამისი „სერვისების„ მისაღებად; და
6.3.4 თანხმდებით, რომ ამგვარი კომუნიკაციის შემთხვევაში მაქსიმალურად ითანამშრომლებთ გეფა-სთან.
7. დამატებითი ინფორმაცია
7.1 „პლატფორმა“ არის მედიკამენტების, ფარმაცევტული და არა ფარმაცევტული პროდუქციის, (კოსმეტიკა, ბავშვთაკვება, სამედიცინო მოწყობილობები და ა.შ) შესახებ ინფორმაციის წყარო და ორიენტირებულია პროდუქციაზე საჭირო ცნობებისმიწოდებაზე, რაც მოიცავს, მაგრამ არა მხოლოდ:
7.1.1 კომპონენტებს ან ელემენტებს, რომლებიც გამოიყენება ამგვარი მედიკამენტების ან / და სამკურნალოპროდუქტების წარმოებაში;
7.1.2 გვერდით მოვლენებს, რომლებიც შეიძლება გამოწვეული ან წარმოქმნილი იყოს მედიკამენტების ან / და სამკურნალოპროდუქტების გამოყენების გამო;
7.1.3 ალტერნატიულ მედიკამენტებს / სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეულიტიპის ან კატეგორიის სამკურნალო საშუალებებში / სამკურნალო პროდუქტებში;
7.1.4 სიმპტომებს და მათთან დაკავშირებულ მედიკამენტებს/სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზოგადად ინიშნებაასეთ შემთხვევებში.
7.1.5 კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების გამოყენების წესებს, ინფორმაციას ინგრედიენტების, მწარმოებელიქვეყნის, მოცულობის შესახებ
7.2 თქვენთვის გასაგებია, რომ ნებისმიერი ინფორმაცია არ არის გამიზნული კლინიკური რჩევების მოსაცემად, და მათარ უნდა დავეყრდნოთ მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას. აქ მოყვანილი მედიკამენტებისა და /ან სამკურნალო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია არ უნდა გამოიყენებოდეს თვითმკურნალობის მიზნით. სასურველია, რომყოველთვის გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია, სანამ აქ მოცემული ინფორმაციით გადაწყვეტთ სარგებლობას.
7.3. აქვე გაცნობებთ, რომ სამკურნალო საშუალებების ან/და სამკურნალო პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციაგანსხვავდება ქვეყნების მიხედვით, აგრეთვე რეგიონების მიხედვით და, შესაბამისად, აქ გამოქვეყნებულიინფორმაცია/„კონტენტი„ არის საქართველოსთვის სპეციფიკური და გეფა არ არის პასუხისმგებელი „კონტენტის„ გამოსადეგობაზესაქართველოს ფარგლებს გარეთ. გეფა გვაწვდის აქ ინფორმაციას „როგორც არის“ საფუძველზე და არა იმ განზრახვით, რომჩაანაცვლოს კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმთან.
7.4. გეფა არ ახორციელებს კონტროლს იმ საიტებზე, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულების სახით შეიძლება გამოჩნდესმის „სერვისებში„. ასეთმა საიტებმა შესაძლოა თავიანთი მოკლე საინფორმაციო ფაილები (ე.წ. ქუქი-ფაილები) ან სხვაფაილები განათავსონ „თქვენს„ მოწყობილობაზე, შეაგროვონ თქვენზე ინფორმაცია ან მოითხოვონ თქვენი პერსონალურიინფორმაცია, რაზეც გეფა პასუხს არ აგებს. შესაბამისად, გეფა არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებგვერდების მონაცემთადაცვის მეთოდების და მათზე განთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების, გრაფიკების,ვიდეოების, გზავნილების ან სხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის თაობაზე, შესაბამისად მსგავს საიტებზეგადასვლის შემთხვეაში, სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თავად თქვენ.
8. შეწყვეტა
8.1 გეფა უფლებას იტოვებს შეტყობინების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა „პლათფორმაზე„ და„სერვისებზე„ და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საშუალება იმ შემთხვევებში, როდესაც:
8.1.1 მომხმარებელი არღვევს ამ „დოკუმენტის„ პირობებს;
8.1.2 მესამე მხარე აცნობებს თავისი რომელიმე უფლების დარღვევის შესახებ თქვენი „პლათფორმების„ ან „სერვისების„გამოყენების შედეგად;
8.1.3 გეფა ვერ შეძლებს მომხმარებლის მიერ გეფა-სთვის მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას ანავთენტიფიკაციას;
8.1.4 გეფა-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ასეთი მომხმარებლის მხრიდან რაიმე უკანონო, თაღლითური ან შეურაცხმყოფელისაქმიანობის შესახებ; ან
8.1.5 გეფა-ს მიაჩნია, რომ მომხმარებლის ქმედებებმა შეიძლება მისი, სხვა მომხმარებლების ან გეფა-ს იურიდიულიპასუხისმგებლობა გამოიწვიოს, ან რომ ისინი „პლათფორმების„ ინტერესების საწინააღმდეგოა.
8.2. თუ საკუთარი ანგარიშის წაშლა გსურთ, პირადი პროფილიდან შეძლებთ ანგარიშის დეაქტივაციას ანდ შეგიძლიათმიმართოთ ჩვენს „სერვისების„ მხარდამჭერ გუნდს მისამართზე: digitalsupport@gepha.com
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
9.1 წინამდებარე პოლიტიკაში მითითებული დამუშავების მიზნების მისაღწევად, შესაბამისი მოცულობით, თქვენსპერსონალურ მონაცემებს გავუზიარებთ ჩვენს კონტრაქტორებს, როგორებიც არიან: დეველოპერული კომპანიები,საგადასახადო და ფინანსური ინსტიტუტები, საკურიერო კომპანიები.
9.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გეფა არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ „თქვენი„ პერსონალურიინფორმაციის კონფიდენციალობასა და უსაფრთხოებაზე, რომელიც სცილდება გეფასა და მესამე პირებს შორის არსებულისახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებს. გარდა ამისა, გეფა არ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების რაიმე დარღვევაზე ანმესამე მხარის ქმედებაზე ან მოვლენებზე, რომლებსაც გეფა ვერ აკონტროლებს, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მთავრობისქმედებებზე, კომპიუტერში ჰაკერულ შეღწევაზე, კომპიუტერულ მონაცემებთან და მონაცემთა შესანახ აღჭურვილობასთანარაუფლებამოსილ წვდომაზე, კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლაზე, უსაფრთხოების და კოდირების დარღვევაზე,ინეტრნეტმომსახურების ან „მომხმარებლის„ სატელეფონო სერვისის უხარისხობაზე, სხვა.
10. შენახვა და განადგურება
10.1. ჩვენ გვაქვს უფლება, შევინახოთ „თქვენი„ ინფორმაცია მანამ, სანამ აქტიურია „თქვენი„ „სერვისების„ანგარიში და საჭიროა „თქვენთვის„ „სერვისების„ მოწოდება. ნებისმიერი ფორმით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტისშემდგომ, თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეინახება კომპანიაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს 3(სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს თქვენსპერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე.
11. მოქმედი კანონმდებლობა და დავების მოგვარება
11.1 თქვენ ეთანხმებით, რომ ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთბა გეფა-ს და მომხმარებელს შორის რეგულირდებასაქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
11.2. ნებისმიერი დავა, პრეტენზია ან უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან ან მას ეხება, მათშორის, წინამდებარე „ხელშეკრულების„ მოქმედების ფარგლებს ან მიზანშეწონილობას, ან „პლათფორმების„ ან იმ „სერვისების„ან ინფორმაციის გამოყენებას, რომელზეც მას წვდომის საშუალება აქვს, განსახილველად გადაეცემა სასამართლოს.
12. საკონტაქტო ინფორმაცია
12.1. პირობებთან, სერივსებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით, საჩივრით შეგიძლიათ მომართოთ გეფას ელ.ფოსტისშემდეგ მისამართზე: digitalsupport@gepha.com.
12.2. „თქვენ„ წაკითხული გაქვთ წინამდებარე „პირობები„ და ეთანხმებით მათში მოცემულ ყველა დებულებას.