ვეგავიტესი SWEET DREAMS სიროფი 150მლ #1

ვეგავიტესი SWEET DREAMS სიროფი 150მლ #1

იტალია

ვეგაფარმი

ვეგავიტესი SWEET DREAMS  სიროფი მარწყვის გემოთი , მცენარეული ინგრედიენტებით მაგნიუმთან და მელატონინთან ერთად მშვიდი ძილისთვის.

პროდუქტის შესახებ

ვეგავიტესი SWEET DREAMS სიროფი

შემადგენლობა:

ყოველი 20მლ შეიცავს:

  • ლავანდა - 160მგ
  • ცაცხვი - 100მგ
  • მაგნიუმი - 50მგ
  • მელატონინი - 1მგ

პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას, რძეს, სოიოს, გლუტენს და გმო-ს.

ლავანდასგააჩნია დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. იგი გამოიყენება უძილობის სამკურნალოდ. აგრეთვე შფოთვის სინდრომის და დეპრესიის სამკურნალოდ. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას.

ცაცხვის ექსტრაქტიშეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა გლიკოზიდ ტილიაცინს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, ეთერზეთებს, ვიტამინ A -ს. ამის გამო გააჩნია ორგანიზმისათვის ზოგად გამაჯანსაღებელი მოქმედება და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს დამამშვიდებლად, იყენებენ უძილობის სამკურნალოდ.

მაგნიუმიარის კალციუმის ანტაგონისტი, რის გამოც იწვევს კუნთოვანი მასის დამშვიდებას და უზრუნველყოფს უნებლიე კრთომების და შეკუმშვების პროფილაქტიკას ძილის დროს. მონაწილეობს მელატონინის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ძილის ფაზების ნორმალიზებას.

მელატონინიარის ძილის ჰორმონი, რომელსაც ნერვული სისტემა გამოიმუშავებს შებინდებისას. იგი აჩქარებს ჩაძინების ფაზას და უზრუნველყოფს სრულ ძილს მთელის ღამის განმავლობაში.

ჩვენება:

სიროფი მცენარეული ინგრედიენტებით მაგნიუმთან და მელატონინთან ერთად მშვიდი ძილისთვის.


უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა სიროფის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.


მიღების წესი:

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 20 მლ.

  • 3 წლამდე ბავშვებში პედიატრის კონსულტაციის შემდეგ - 5 მლ ძილის წინ.
  • 3 დან 5 წლამდე ბავშვებში - 10 მლ ძილის წინ
  • 5 წლის ზემოთ - 15 მლ ძილის წინ.


განსაკუთრებული მითითება:

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული კვების შესაცვლელად. არ გადაამეტოთ სიროფის მიღება მითითებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას. მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ნატურალური შემადგენლობის გამო სიროფის მცირედი ფერის ცვლილება არ ცვლის მისი მოქმედების ხარისხს.


შენახვის პირობები:

პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეგაფარმი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
მელატონინი+ცაცხვი
ფორმა
სიროფი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი