ვეგავიტესი MUCOSIN სიროფი 150მლ #1

ვეგავიტესი MUCOSIN სიროფი 150მლ #1

იტალია

ვეგაფარმი

ვეგავიტესი MUCOSIN წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ მცენარეულ საკვებ დანამატს, რომელიც შეიცავს ვიტამინ C - ს და N - აცეტილცისტეინს. ამოსახველებელი საშუალება.

პროდუქტის შესახებ

ვეგავიტესი MUCOSIN სიროფი

შემადგენლობა:

ყოველი 20მლ შეიცავს:

  • ფიჭვის ექსტრაქტი - 100მგ
  • მელოუს ექსტრაქტი - 100მგ
  • ვიტამინი C - 80მგ
  • ალთეა სამკურნალო - 50მგ
  • დროსერას ექსტრაქტი - 50მგ
  • N - აცეტილცისტეინი - 30მგ
  • ევკალიპტის ექსტრაქტი - 20მგ
  • ქონდარის ექსტრაქტი - 20მგ

პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას, რძეს, სოიოს, გლუტენს და გმო-ს.

ფიჭვის ექსტრაქტისშემცველი პრეპარატები ხასიათდებიან ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, მადენზიფიცირებელი და ანტიბაქტერიული თვისებებით, რაც მათ ხდის ეფექტურს სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების მკურნალობის დროს, მათ შორის ბრონქიტების და პნევმონიების დროს.

მელოუს ექსტრაქტისშემცველი პრეპარატები ხასიათდებიან ბრონქოლიზური, ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი თვისებებით. მელოუს ბალახის ნაყენი ინიშნება ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს, განსაკუთრებით მშრალი და ხმაურიანი ხველებისას. მისი მიღება შეიძლება ხანგრძლივად.

ალთეას ფესვებისექსტრაქტს ახასიათებს ამოსახველებელი, ხველების საწინააღმდეგო, დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

დროსერას ექსტრაქტისშემცველ პრეპარატებს ახასიათებთ ამოსახველებელი, დიურეზული, ანტისკლეროზული და სპაზმოლიზური მოქმედება.

დროსერას ნაყენსიყენებენ სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ყივანახველა, ლარინგიტი, ბრონქების კატარალური ანთება.) დაბალი არტერიული წნევის დროს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს, რევმატიზმის სამკურნალოდ.

ევკალიპტის ექსტრაქტისშემცველ პრეპარატებს ახასიათებთ ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედება. ანტიმიკრობული და მადენზიფიცირებელი მოქმედების გარდა ევკალიპტის ექსტრაქტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედება.


ჩვენება:

ბიოლოგიურად აქტიური მცენარეული საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინ C - ს და N - აცეტილცისტეინს. ამოსახველებელი საშუალება.


უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა სიროფის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.


მიღების წესი:

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 20 მლ.

  • 3 წლამდე ბავშვებისათვის პედიატრის კონსულტაციის შემდეგ - 2.5 მლ 2 - ჯერ დღეში.
  • 3-იდან 5 წლამდე ბავშვებისათვის - 5მლ 2 - ჯერ დღეში.
  • 5 წლის ზემოთ ბავშვებში - 10 მლ 2 - ჯერ დღეში.


განსაკუთრებული მითითება:

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული კვების შესაცვლელად. არ გადაამეტოთ სიროფის მიღება მითითებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას. მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ნატურალური შემადგენლობის გამო სიროფის მცირედი ფერის ცვლილება არ ცვლის მისი მოქმედების ხარისხს.

შენახვის პირობები:

პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.


​​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეგაფარმი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ალთე/ტუხტი/
ფორმა
სიროფი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი