ვეგავიტესი ზრდისთვის - ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, მანგოს გემოთი.
სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა კაროტინს, რომელიც არის A ვიტამინის წინამორბედი.
კალციუმი - სწორედ ბავშვობის ასაკში გროვდება ძვლოვანი მასის პიკი, რაც ზრდასრული ადამიანის ძვლის მასის დაახლოებით 80%-ს შეადგენს და განსაზღვრავს ძვლის სიძლიერეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
კალციუმი - მთავარი „სამშენებლო მასალაა“ ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის, რომელიც ახორციელებს მის ნორმალურ ფორმირებასა და ზრდას. კალციუმი აუცილებელია დენტინის და კბილების ემალის ფორმირებისთვის, უნარჩუნებს მათ სიმყარეს. კალციუმი სისხლის შრატის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ელემენტია. მონაწილეობს კუნთოვანი და ნერვული ქსოვილების ფუნქციონირებაში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კალციუმის საკმარისი რაოდენობით მიწოდება ბავშვის ორგანიზმისათვის მისი განვითარების საწყის ეტაპზე.
საფუარი ლუდის ძირითადი შემადგენელია ვიტამინი E, ვიტამინი PP, ვიტამინები B1,B2,B6,B9,B12, ცილები, ქოლინი, ბიოტინი, პანტოტენის მჟავა. იგი აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების უსაფრთხოდ გამოყოფას.
მაგნიუმი მონაწილეობას იღებს უჯრედის ენერგეტიკულ ცვლაში, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ნერვული ქსოვილის ჩამოყალიბებაში ასრულებს ერთ ერთ მთავარ როლს. კალციუმთან ერთად აყალიბებს ძვალ-სახსროვან და კუნთოვან სისტემას.
თუთია მონაწილეობს ზრდისა და განვითარების ყველა ეტაპზე. მონაწილეობს ცილების ცვლის და განახლების პროცესში.
ვიტამინი D3 - მცირე ასაკის ბავშვებში ვიტამინი D3 ხელს უშლის რაქიტის განვითარებას - დაავადების, რომელიც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის განვითარების დარღვევას, ძვლების სირბილეს. მოზარდებში და დიდებში ხელს უშლის კარიესის განვითარებას, ღრძილების პათოლოგიას. აგრეთვე იცავს ორგანიზმს ოსტეოპოროზისგან. ხელს უწყობს მოტეხილობების სწრაფ შეხორცებას.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 20მლ.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობის კომპონენტების მიმართ.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული კვების შესაცვლელად. არ გადაამეტოთ სიროფის მიღება მითითებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას. მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ნატურალური შემადგენლობის გამო სიროფის მცირედი ფერის ცვლილება არ ცვლის მისი მოქმედების ხარისხს.
პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.