ვეგავიტესი CALCIUM D3 სიროფი 150მლ #1

ვეგავიტესი CALCIUM D3 სიროფი 150მლ #1

იტალია

ვეგაფარმი

წარმოადგენს ნატურალურ, მცენარეულ საკვებ დანამატს, რომელიც შეიცავს კალციუმს, ფტორს, ვიტამინ D3-ს და ვიტამინ K2-ს. ძვლებისა და კბილების გასამაგრებლად.

პროდუქტის შესახებ

ვეგავიტესი CALCIUM D3 სიროფი

შემადგენლობა:

ყოველი 100მლ შეიცავს :

  • კალციუმი Ca - 1500 მგ
  • ვიტამინი K2 - 30 მგ
  • ვიტამინი D3 - 50 მკგ (2000 სე)
  • ფტორი - 1,25 მგ

წყალი, ფრუქტოზა, კალციუმი, კონსერვანტი(კალიუმის სორბატი), არომატიზატორი(ფორთოხლის არომატიზატორი), გამასქელებელი(ქსანტანი), ლიმონმჟავა, ვიტამინი K და ვიტამინი D.

პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას, რძეს, სოიოს, გლუტენს და გმო-ს.

კალციუმი - . სწორედ ბავშვობის ასაკშიგროვდება ძვლოვანი მასის პიკი, რაც ზრდასრული ადამიანის ძვლის მასის დაახლოებით 80%-ს შეადგენს და განსაზღვრავს ძვლის სიძლიერეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. კალციუმი - მთავარი „სამშენებლო მასალაა“ ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის, რომელიც ახორციელებს მის ნორმალურ ფორმირებასა და ზრდას.კალციუმი აუცილებელია დენტინის და კბილების ემალის ფორმირებისთვის, უნარჩუნებს მათ სიმყარეს. კალციუმი სისხლის შრატის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ელემენტია. მონაწილეობს კუნთოვანი და ნერვული ქსოვილების ფუნქციონირებაში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კალციუმის საკმარისი რაოდენობით მიწოდება ბავშვის ორგანიზმისთვის მისი განვითარების საწყის ეტაპზე.

ვიტამინი K- მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში. იგი ხელს უწყობს კალციუმის შეთვისებას და ამყარებს ძვლოვან ქსოვილს, ამავე დროს ხელს უშლის თირკმელების, სახსრების და სისხლძარღვების სანათურის კალციფიკაციას. აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.

ვიტამინი D3- მცირე ასაკის ბავშვებში ვიტამინი D3 ხელს უშლის რაქიტის განვითარებას - დაავადების, რომელიც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის განვითარების დარღვევას, ძვლების სირბილეს. მოზარდებში და დიდებში ხელს უშლის კარიესის განვითარებას, ღრძილების პათოლოგიას. აგრეთვე იცავს ორგანიზმს ოსტეოპოროზისგან. ხელს უწყობს მოტეხილობების სწრაფ შეხორცებას.

ჩვენება:

​ნატურალური, მცენარეული საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს კალციუმს, ფტორს, ვიტამინ D3-ს და ვიტამინ K2-ს. ძვლებისა და კბილების გასამაგრებლად.


მიღების წესი:

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 20მლ.

  • 3 წლამდე ბავშვებისთვის პედიატრის კონსულტაციის შემდეგ - 2,5 მლ სიროფის 1 ჯერ დღეში.
  • 3-დან 5 წლამდე ბავშვებში - 5 მლ სიროფი 2 ჯერ დღეში.
  • 5 წლის ზემოთ - 7,5 მლ სიროფი 2 ჯერ დღეში.


უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობის კომპონენტების მიმართ.


განსაკუთრებული მითითება:

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული კვების შესაცვლელად. არ გადაამეტოთ სიროფის მიღება მითითებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას. მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ნატურალური შემადგენლობის გამო სიროფის მცირედი ფერის ცვლილება არ ცვლის მისი მოქმედების ხარისხს.


შენახვის პირობები:

პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეგაფარმი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
კალციუმი+ვიტ დ-3+ვიტ კ-2
ფორმა
სიროფი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი