გამოიყენება სოკოვანი ინფექციების, ტრიქომონიაზის, მწვავე და ქრონიკული ვაგინალური ინფექციების, გენიტალური ჰერპესის დროს.
თითოეული ვაგინალური სანთელი შეიცავს:
პოვიდონიოდიდი USP 200მგ (იოდი 20მგ).
ტოედინ გინოს სანთლები ამოღებულ უნდა იქნას გარსიდან და საგულდაგულო დატენიანების შემდეგ შეყვანილ უნდა იქნას ღრმად საშოში.
სანთლებით მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ჰიგიენური საფენების გამოყენება.
ერთი ვაგინალური სანთელი ღრმად შეიყვანება საშოში საღამოს ძილის წინ. პრეპარატის გამოყენება საჭიროა ყოველდღიურად (მენსტრუაციის დროსაც კი).
არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს ექიმის დანიშნულებით, დოზა კი გაიზარდოს ტოედინ გინოს ორ ვაგინალურ სანთლამდე ყოველდღიურად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის შედეგებზე.
მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, შეადგენს 7-14 დღეს.
შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას 15°-25°C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!