აპო-ტამსულოზინი CR ინიშნება პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან (BPH) დაკავშირებული ქვედა საშარდე გზების სიმპტომების (LUTS) არსებობის დროს.
აქტიური ნივთიერებაა: ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი
მნიშვნელოვანი დამხმარე ნივთიერებებია: ლიმონმჟავა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰისროქსიპროპილმეთილცეცლულოზა 2208 და 2910, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი, ნატრიუმის ალგინატი და რკინის ყვითელი ოქსიდი.
აპო-ტამსულოზინი CR ინიშნება პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან (BPH) დაკავშირებული ქვედა საშარდე გზების სიმპტომების (LUTS) არსებობის დროს.
აპო-ტამსულოზინი CR-ის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მითითების შესაბამისად. მიიღება ერთი ტაბლეტი (0.4 მგ) ერთხელ დღეში, ერთსა და იმავე დროს ყოველდღე საკვებთან ან საკვების გარეშე.
დაუშვებელია აპო-ტამსულოზინი CR-ის ტაბლეტების გასრესვა ან დაღეჭვა. ამ ტაბლეტების ფორმულა სპეციალურად შექმნილია, რათა მოხდეს სისხლის ნაკადში ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მიწოდების გაკონტროლება.
დაუშვებელია აპო-ტამსულოზინი CR-ის სხვისთვის მიცემა. ის განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის.
თუ პაციენტმა მკურნალობა შეწყვიტა რამდენიმე დღით ან უფრო მეტი ხნით, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის განახლებამდე.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15 C-30 C).
აპო-ტამსულოზინი ჩღ ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.