სლიპფიქსი პლუსი+B-6 ტაბლეტი #20

ბულგარეთი

სოფარმა

გამოიყენება მოგზაურობისა და სასაათე ზონების ცვლილების დროს ადაპტაციის, დაღლილობის და მოთენთილობის შეგრძნების შესამცირებლად.

პროდუქტის შესახებ

სლიპფიქსი პლუსი+B-6

შემადგენლობა:

​ვალერიანას ექსტრაქტი (Valeriana officinalis L.), მელატონინი, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი);

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი; მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი; პოლივინილის სპირტი;

დამატენიანებელი საშუალება: პოლიეთილენ გლიკოლი; ტალკი;

მღებავი აგენტი: კალციუმის კარბონატი, კარმინი.


ჩვენება:

  • ეხმარება ორგანიზმს მოგზაურობისა და სასაათე ზონების ცვლილების დროს ადაპტაციაში;
  • დადებითად მოქმედებს სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანებზე, რომელთაც აწუხებს უძილობა და დაღლილობა;
  • ხელს უწყობს სწრაფ ჩაძინებას და უზრუნველყოფს მშვიდ და სრულფასოვან ძილს მთელი ღამის განმავლობაში;
  • ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს მოთენთილობისა და დაღლილობის შეგრძნებას.


მელატონინი ბუნებრივად გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმში და პასუხისმგებელია ძილის დაწყებასა და ხარისხზე, ასევე ძილ -ღვიძილის ნორმალურ რიტმზე სინათლისა და სიბნელის ყოველდღიური ციკლის შესაბამისად. ასაკთან ერთად ორგანიზმში მელატონინის სინთეზი მცირდება, რაც იწვევს უძილობას და ძილის ხარისხის გაუარესებას.
მელატონინი განაპირობებს:

  • დაძინებისთვის საჭირო დროის შემცირებას
  • ორგანიზმის იოლ ადაპტაციას მოგზაურობის შემდეგ სასაათე ზონების ცვლილებასთან

დადებითი ეფექტი მიიღწევა 1 მგ მელატონინის ძილის წინ ცოტა ხნი ადრე ყოველდღიური მიღებით.
დადებითი ეფექტი მიიღწევა 0,5 მგ მელატონინის მინიმალური დოზის მიღებით ძილის წინ ცოტა ხნით ადრე მოგზაურობის პირველ დღეს და დანიშნულების ადგილზე ჩასვლიდან მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.
ვალერიანას ექსტრაქტი ხელს უწყობს ნერვული დაძაბულობის შემცირებას და დადებითად მოქმედებს სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანებზე, რომელთაც აწუხებთ უძილობა და დაღლილობა.
ვიტამინი B6 არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ამცირებს მოთენთილობისა და დაღლილობის გრძნობას. მელატონთან და ვალერიანთან ერთად კომბინაციაში უზრუნველჰყოფს უფრო სწრაფად დაძინებს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
Sleepfix Plus + B6 არ იწვევს დამოკიდებულებას და დილის ძილიანობას.


დოზირება:

​18 წელზე უფროსი მოზრდილები: 1 ტაბლეტი დღეში ძილის წინ 30-60 წუთით ადრე.


გაფრთხილებები:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
პროდუქტი არ ანაცვლებს მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას.
არ გამოიყენოთ ორსულობის, ძუძუთი კვების ან 18 წლამდე ასაკის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ, თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
მოერიდეთ ავტომობილის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას პროდუქტის მიღებიდან მინიმუმ 5 საათის განმავლობაში.


შენახვა:

​შენახვა: 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
კატაბალახა+მელატონინი+ვიტ ბ-6
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი