სლიპფიქსი პლუსი სპრეი ორალური 20მლ

სლიპფიქსი პლუსი სპრეი ორალური 20მლ

ბულგარეთი

სოფარმა

ხსნის ნერვულ დაძაბულობას, ამცირებს ჩაძინების დროს, გეხმარებათ მოგზაურობის შემდეგ სასაათო ზონების ცვლილებასთან ადაპტაციაში.

პროდუქტის შესახებ

სლიპფიქსი პლუსი სპრეი ორალური

შემადგენლობა:

  • ​გაწმენდილი წყალი
  • გლიცერინი (E422)
  • ვალერიანის თხევადი ექსტრაქტი (Valeriana officinalis L.)
  • პოლისორბატი 80 (E433)
  • მელატონინი
  • კალიუმის სორბატი (E202)
  • ლიმონმჟავა (E330)
  • პიტნის ზეთი (Mentha piperita L.)
  • სუკრალოზა (E955).


ჩვენება:

  • ამცირებს ჩაძინების დროს
  • ხელს უწყობს ორგანიზმის ბიორიტმის ადაპტაციას მოგზაურობის შემდეგ სასაათო ზონების ცვლილებასთან
  • ხსნის ნერვულ დაძაბულობას.

სლიპფიქს პლუსის უნიკალური კომბინაცია შექმნილია სპეციალურად მათთვის, ვისაც აწუხებს უძილობა, უჭირს ჩაძინება, იღვიძებს დაღლილობის შეგრძნებით, ებრძვის მოუსვენარ გონებას, შეწუხებულია სტრესული ფიქრებით ან უწევს შორეული მოგზაურობები და წარმოდგენილია პირის ღრუს სპრეის ფორმით, რომელიც არის გამოსაყენებლად კომფორტული და სწრაფი ეფექტის მქონე.

არ იწვევს დამოკიდებულებას და დილის ძილიანობას.


დოზირება:

18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები: 1 შესხურება ენის ქვეშ საღამოს, ძილის წინ 30 წუთით ადრე. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ!
სასაათო ზონების ცვლილებისას - მგზავრობის პირველ დღეს 1 შესხურება ენის ქვეშ დაძინებამდე ცოტა ხნით და დანიშნულების ადგილას ჩასვლის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში.
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში. რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულთათვისაც.
ინგრედიენტები რეკომენდებულ დღიურ დოზაში: საკვები დანამატის 1 დოზა (შესხურება) შეიცავს 1 მგ მელატონინს და 25 მგ ვალერიანის თხევად ექსტრაქტს (Valeriana officinalis L.).


გაფრთხილებები:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ეს პროდუქტი არ არის მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელი. არ გამოიყენოთ ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და 18 წლამდე ასაკის პირებში. არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე პირებმა.
მოერიდეთ ავტომობილის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას პრეპარატის მიღებიდან მინიმუმ 5 საათის განმავლობაში.


შენახვა:

​25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. მოარიდეთ ბავშვებს. ​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
კატაბალახა+მელატონინი
ფორმა
სპრეი ორალური
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | სლიპფიქსი პლუსი სპრეი ორალური 20მლ