შემადგენლობა თითოეული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ინგრედიენტები: ლევონორგესტრელი 0,15 მგ, ეთინილესტრადიოლი 0,03 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი. გარსი: ნატრიუმის კარმელოზა, პოვიდონი K-30, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, მაკროგოლი 6000, კოპოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171), კალციუმის კარბონატი, ტალკი, საქაროზა.
გამოყენების ჩვენებები პერორალური კონტრაცეფცია. რიგევიდონის დანიშვნამდე გულდასმით უნდა შეფასდეს ქალის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიის მიმართ, აგრეთვე უნდა მოხდეს რიგევიდონის მიღებისას ვენური თრომბოემბოლიის რისკის შედარება სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას არსებულ ვენური თრომბოემბოლიის რისკთან .
როგორ მიიღება რიგევიდონი: ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს პერორალურად, ბლისტერზე მითითებული თანმიმდევრობით, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე, საჭიროების შემთხვევაში, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ზედიზედ 21 დღის განმავლობაში. შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება იწყება 7 დღიანი შესვენების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვეულებრივ ვითარდება „მოხსნის“ სისხლდენა (მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა). როგორც წესი, ის იწყება ბოლო ტაბლეტის მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ და შეიძლება არ დასრულდეს მანამ, სანამ არ დაიწყებთ ტაბლეტების მიღებას ახალი ბლისტერიდან.
შენახვის პირობები: ინახება +25 C-მდე ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.