- 1 მლ ხსნარი (20 წვეთი) შეიცავს მოქმედ ნივთიერებას 5 მგ ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდს. - სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): გლიცეროლი 100%-იანი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის აცეტატ ტრიჰიდრატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
გამოყენება: ქსალერგანი არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს. პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებსა და 2 წლიდან ასაკის ბავშვების სამკურნალოდ შემდეგი მდგომარეობების გამოვლენისას: - ალერგიული რინიტი (თივის ცხელება), მათ შორის პერსისტირებადი (ხანგრძლივი) ალერგიული რინიტი; - ჭინჭრის ციება.
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა: მოზრდილებსა და 6 წლიდან ასაკის ბავშვებში – 20 წვეთი ერთხელ დღე-ღამეში. 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები – 5-5 წვეთი ორჯერ დღე-ღამეში.
მიღების წესი: ქსალერგანი გამოიყენება პერორალურად. მიღებამდე შეგიძლიათ წვეთების კოვზზე გადატანა ან მცირე რაოდენობის წყალში გახსნა. ხსნარი უნდა მიიღოთ დაუყოვნებლივ. წვეთები უნდა გაიხსნას იმ რაოდენობის წყალში, რამდენის მიღებასაც შეძლებს პაციენტი.