პროვაგი ვეგანირი NEW კაფსულა 20 მლრდ #30

პროვაგი ვეგანირი NEW კაფსულა 20 მლრდ #30

იტალია

ფარმექსტრაქტი
პროდუქტის შესახებ
პროვაგ M247 #30 ვეგანური კაფსულა

პროვაგ M247 არის საკვები დანამატი, ვაგინალური ფლორის მარეგულირებელი საშუალება,
რომელიც შეიცავს პრობიოტიკულ შტამ Lactobacillus crispatus M247-ს. ეს შტამი შედის ჯანმრთელი ქალის უროგენიტალური ფლორის შემადგენლობაში. პერორალურად მიღებისას Lactobacillus crispatus M247 ახდენს ვაგინალურ გარემოში კოლონიზაციას, ავლენს ადგილობრივ ანტიმიკრობულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, აღადგენს ვაგინალური ბაქტერიული ფლორის ბალანსს, იცავს ორგანიზმს ვაგინალური ინფექციებისა და სხვა გინეკოლოგიური პრობლემებისგან. პროვაგი შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს მეტრონიდაზოლთან და ბორის მჟავასთან ერთად.
პროვაგი არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას; დაშვებულია ვეგანური დიეტის დროს

გამოყენების ჩვენებები:
ვაგინალური ფლორის ბალანსის დარღვევა ვაგინალური ინფექციებისა და სხვა გინეკოლოგიური პრობლემების დროს;
სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობების რისკის შემცირება: ვაგინოზი, ვაგინიტი, ნაადრევი მშობიარობა, უნაყოფობა, ვაგინალური ატროფია, ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV) გამოწვეული პერსისტიული ინფექცია, საშარდე სისტემის რეკურენტული ინფექციები.

დოზირება და მიღების წესი:
1 კაფსულა ერთხელ დღეში საუზმის დროს ან დაუყოვნებლივ საუზმის შემდეგ მინიმუმ 90 დღის განმავლობაში.
გამოიყენება ქალებში 12 წლიდან.
უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

გაფრთხილება:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების სტილის შემცვლელად.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:
პროვაგ M247კაფსულები შეიცავს ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე პრობიოტიკურ მიკროორგანიზმებს, შესაბამისად, ინახება გრილ (+2რC-დან +8რC-მდე) მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას. ტრანსპორტირება შესაძლებელია 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე არა უმეტეს 48 საათის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმექსტრაქტი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ლაქტობაქტერია კრისპატუსი M247
დოზა
20 მლრდ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი