პროდუქტის შესახებ
პოტასიუმ-იუ
შემადგენლობა:
ნატრიუმის ქლორიდი 2მგ/მლ, კალიუმის იოდიდი, ნატრიუმის თიოსულფატი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოდილი წყალი.
მოყენება:
პოტასიუმ-იუ წარმოადგენს საირიგაციო, იზოტონურ ხსნარს თვალშიგა გამოყენებისათვის, რომელიც ასევე შეიცავს კალიუმის იოდიდს.
კალიუმის იოდიდი ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს. ამ თვისებების გამო იგი გამოიყენება თვალში ექსუდაციის და სისხლჩაქცევების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.
ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გარეშე შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც თვალის მარტივი დამატენიანებელი და ქუთუთოებისათვის კომპრესის მოსამზადებლად. პოტასიუმ-იუ ასევე გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება სხვადასხვა რეზორბციული პროცესების (განსაკუთრებით ექსუდატები, სისხლჩაქცევა და სხვადასხვა ეტიოლოგიის კატარაქტა) დროს.
უკონსერვანტო პოტასიუმ-იუს გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.
პოტასიუმ- იუ არ შეიცავს კონსერვანტებს, ამიტომ იდეალური პროდუქტია მგრძნობიარე თვალების მქონე ადამიანებისათვის.
ზუსტ დოზას და მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ჩვეულებრივ, 1-2 წვეთი 2-4-ჯერ დღეში.
კონტაქტური ლინზების მტარებლები
თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, უნდა მოიხსნათ ისინი პრეპარატის გამოყენებამდე და ჩაისვათ ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ.
გამოყენების ინსტრუქცია:
1. დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან დადექით კომფორტულად.
2. მოხსენით ბოთლის თავსახური.
3. დაიჭირეთ ბოთლი ცერასა და სხვა თითებს შორის.
4. პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია პირველი წვეთის გადაღვრა ბოთლზე ნაზად დაჭერით, რადგან ბოთლის ძლიერი და არარეგულარული შეკუმშვისას ხსნარი შეიძლება უფრო დიდი მოცულობით გადმოიღვაროს.
5. თითით ნაზად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო.
6. საწვეთურის წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს, მაგრამ ისე, რომ არ შეეხოს თვალს ანთვალის მიმდებარე უბნებს.
7. ნაზად მოუჭირეთ ბოთლს ისე, რომ მხოლოდ 1 წვეთი მოხვდეს თვალში. შემდეგ ნელა დახუჭეთ თვალი, რომ პრეპარატი თანაბრად განაწილდეს თვალის ზედაპირზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბოთლზე მოწერასა და წვეთის გადმოსვლას შორის შესაძლოა მოგიწიოთ რამდენიმე წამის განმავლობაში ლოდინი. მიუხედავად ამისა, ბოთლს არ უნდა მოუჭიროთ ხელი ძალიან ძლიერად.
8. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალისთვის.
9. გამოყენების შემდეგ ბოთლი ერთხელ უნდა შეანჯღრიოთ ქვედა მიმართულებით, საწვეთურის წვერზე შეხების გარეშე. ეს აუცილებელია თვალის წვეთების სტერილობის უზრუნველსაყოფად და შემდგომი გამოყენებისას წვეთის უფრო ადვილად
მიწოდებისათვის.
10. გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ მჭიდროდ დახურეთ ბოთლის თავსახური.
უკონსერვანტო პოტასიუმ-იუს თვალის წვეთები არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
- ორსულობა და ლაქტაცია
- სახის კანის ქრონიკული პიოდერმია
- ჰემორაგიული დიათეზები
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
- ახალშობილები
შეინახეთ 25C ქვემოთ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ მაცივარში/არ გაყინოთ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
213159
ჯენერიკი
კალიუმის იოდიდი+ნატრიუმის ქლორიდი