პიტაბელი ტაბლეტი 2მგ #30

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი ვე ტიკარეტი
პროდუქტის შესახებ
პიტაბელი 2 მგ

შემადგენლობა:
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს 2.09 მგ პიტავასტატინის კალციუმს, რაც შეესაბამება 2 მგ პიტავასტატინს; დამხმარე ნივთიერების სახით - ლაქტოზის მონოჰიდრატს და საღებავის სახით - ტიტანის დიოქსიდს (E171).

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს 4.18 მგ პიტავასტატინის კალციუმს, რაც შეესაბამება 4 მგ პიტავასტატინს; დამხმარე ნივთიერების სახით - ლაქტოზის მონოჰიდრატს და საღებავის სახით - ტიტანის დიოქსიდს (E171).

ჩვენება:
პიტაბელი ნაჩვენებია მომატებული საერთო ქოლესტერინის (სქ) და დსლპ-ქს-ის დასაქვეითებლად მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის და კომბინირებული (შერეული) დისლიპიდემიის ჩათვლით, როდესაც დიეტაზე და სხვა არაფარმაკოლოგიურ ღონისძიებებზე პასუხი არაადეკვატურია.

უკუჩვენება:
პიტაბელი უკუნაჩვენებია:
•პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით პიტავასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების ან სხვა სტატინების მიმართ
•პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით, ღვიძლის აქტიური დაავადებით ან შრატისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის აუხსნელი, მდგრადი მატებით (ნორმის ზედა ზღვარზე [ნზზ] 3-ჯერ მეტად)
•პაციენტებში მიოპათიით
•პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თანმხლები თერაპია ციკლოსპორინით
•ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე შვილოსნობის ასაკში მყოფ ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდებს.

დოზირება და მიღების წესი:
დოზირება:
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებმა უნდა დაიცვან ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი დიეტა. დიეტის დაცვის გაგრძელება მნიშვნელოვანია მკურნალობის პერიოდში.
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. დოზის კორექცია უნდა განხორციელდეს 4 კვირის ან უფრო ხანგრძლივი ინტერვალით. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად დსლპ-ქს-ის დონის, თერაპიის სქემისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 მგ-ს.

მიღების წესი:
მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის, ტაბლეტები მიიღება მთლიანად. პიტაბელის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერი მონაკვეთში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტის მიღება სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს. სტატინებით თერაპია ზოგადად უფრო ეფექტიანია საღამოს მიღებისას ლიპიდური ცვლის დღე-ღამის რიტმის გათვალისწინებით.
თუ ბავშვს ან მოზარდს არ შეუძლია ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, საჭიროების შემთხვევაში, ის შეიძლება გაიხსნას ჭიქა წყალში, რომელიც მიიღება გახსნისთანავე. სრული დოზის უზრუნველსაყოფად ჭიქა გამოავლეთ დამატებითი მოცულობის წყლით და მიიღეთ დაუყოვნებლივ. ტაბლეტები არ უნდა გაიხსნას მჟავე ხილის წვენებში ან რძეში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25 С-ზე, საკუთარ შეფუთვაში.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი ვე ტიკარეტი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
პიტავასტატინი
დოზა
2მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი