გამოიყენება შარდგამომყოფი სისტემის მწვავე და ქრონიული დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.
შარდგამომყოფი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.
იცავს საშარდე სისტემას ანთების განვითარებისაგან, ხელს უშლის საშარდე სისტემის ლორწოვანზე მიკრობების ადჰეზიას და ეწინააღმდეგება მათ გამრავლებას. გააჩნია ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანდიოქსიდაციური, შარდმდენი და სპაზმოლიზური მოქმედება.
შტოშის ექსტრაქტი - ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას და მათ ადჰეზიას საშარდე სისტემის ლორწოვანზე. ასტიმულირებს შარდის გამოყოფას, შესაბამისად აჩქარებს საშარდე სისტემიდან მიკრობების ელიმინაციას. შეუძლია შეცვალოს შარდის pH ისე, რომ შექმნას ბაქტერიების გამრავლებისთვის არახელსაყრელი გარემო. შტოშს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, განსაკუთრებით აქტიურია E.Coli-ის მიმართ. ასევე ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიოქსიდანტური და ანტიკანცეროგენული მოქმედება. ის აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას. ალუბლის ღეროსა და მოცვის ექსტრაქტი - ხასიათდებიან ძლიერი ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტისპაზმოლიზური მოქმედებით. მსუბუქი დიურეტიკული ეფექტით ხელს უწყობენ შარდ-სასქესო გზებიდან მიკრობების გამოდევნას. ნიაცინი, B6 და C ვიტამინი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედებით. ძლიერი ანტიოქსიდანტური უნარით იცავენ ანთებითი პროცესით გამოწვეული გართულებებისაგან.
რეკომენდებულია 14 წლიდან, 1 აბი ერხთელ დღეში, კვების დროს, წყლის მიყოლებით.
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 14 წლამდე ასაკი. ორსულობისა და ლაქტაციისას კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.