შემადგენლობა: კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 150 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა მიკროკრისტალური, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი; კაფსულა: რკინის ოქსიდი შავი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ჟელატინი.
გამოყენების ჩვენებები: მიკოფლუ ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ მოზრდილებში: - მწვავე ვაგინალური კანდიდოზი, როდესაც ადგილობრივი მკურნალობა არ გამოდგება; - კანდიდოზური ბალანიტი, როდესაც ადგილობრივი მკურნალობა არ გამოდგება; მკურნალობის დაწყება შესაძლებელია კულტურალური და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღებამდე. შედეგების მიღების შემდეგ შეიძლება საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის კორექცია. გათვალისწინებული უნდა იქნას ოფიციალური სახელმძღვანელოების ინფორმაცია სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
გამოყენების წესი და დოზები: დოზირება
მოზრდილები: 150 მგ ერთჯერადად.
განსაკუთრებული ჯგუფები: ხანდაზმული პაციენტები თირკმლის უკმარისობის არარსებობისას უნდა გამოვიყენოთ ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზები. თირკმლის ფუნქციის დარღვევა ფლუკონაზოლი უმეტესწილად გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. ერთჯერადი გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას სიფრთხილე არის საჭირო.
უკუჩვენებები - ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სხვა აზოლური ნაერთების ან ნებისმიერი დახმარე საშუალების მიმართ; - ტერფენადინის ერთდროული გამოყენება ფლუკონაზოლის მრავალჯერადი დოზით 400 მგ დღეში ან მეტი გამოყენებისას; - QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი და ციტოქრომ P450 (CYP) 3A4 ფერმენტის საშუალებით მეტაბოლიზებადი სხვა სამკურნალო საშუალებების, როგორებიცაა, ციზაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი, ერთდროული გამოყენება.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25 С ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.