მელოქსიკამი ტაბლეტი 15მგ #30

დიდი ბრიტანეთი

სომექს ფარმა
პროდუქტის შესახებ
მელოქსიკამი

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ აქტიურ ნივთიერება მელოქსიკამს. ტაბლეტი ასევე შეიცავს: სიმინდის სახამაბელს, პრეჟელატინიზირებულ სახამე-ბელს, სილიციუმის კოლოიდურ დიოქსიდს, ნატრიუმის ციტრატს, ლაქტოზის მონო-ჰიდრატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას და მაგნიუმის სტეარატს.

მელოქსიკამი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (NშAID-ები). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ამცირებენ ანთებასა და ტკივილს სახსრებსა და კუნთებში.
მელოქსიკამი გამოიყენება ოსტეოართრიტის ხანმოკლე შეტევების და რევმა-ტოიდული ართრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის ხანგრძლივი მკურნა-ლობისათვის.

მიღების წესი:
მედიკამენტი ექიმის მიერ ინიშნება მხოლოდ პაციენტისათვის და საჭიროა მისი მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. ყოველთვის საჭიროა ეტიკეტის წაკითხვა. თუ პაციენტმა ვერ გაიგო ინსტრუქციები ან არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
•მისი მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ;
•მელოქსიკამის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად;
•პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ჩვეულებრივი დოზირებაა 7.5 მგ ან 15 მგ დღეში წყლის ან სითხის მიყოლებით ჭამის დროს;
•თუ პაციენტს ესაჭიროება ორი ტაბლეტის მიღება, მათი მიღება უნდა მოხდეს ერთად, ერთჯერადი დოზის სახით;
•თუ რამდენიმე დღის შემდეგ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
მელოქსიკამი არ არის რეკომენდებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

შენახვის წესი:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25C-ზე.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ყველა გამოუყენებელი მედიკამენტი უნდა დაბრუნდეს ფარმაცევტთან მათი უსაფრთხო უტილიზაციისათვის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სომექს ფარმა
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
მელოქსიკამი
დოზა
15მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი