ბენევრონი BF ტაბლეტი ხელს უწყობს ნერვული სისტემის ჯანმრთელობას და ძალის აღდგენას. მხოლოდ ექიმის მითითებით.
ბენევრონი BF – ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებები (თაბლეტში):
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) – 250 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 200 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი, რიბოფლავინზე გადაანგარიშებით) – 15 მგ
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) – 0,50 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) – 0,25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი დიჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი
გარსი:
ჰიპრომელოზა, ტალკი, აკრილ-იზი 930250004 წითელი (მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ტალკი, პონსო 4R, სანსეტი ყვითელი FCF, ტრიეთილციტრატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი)
ვიტამინი B1, B2, B6, B9, B12-ის ჰიპო- და ავიტამინოზი
პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგიები, პარეზები, დამბლები
სარტყლისებრი ჰერპესი, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშუა ნევრალგიები, სახის ნერვის პარეზი, სამწვერა და სახის ნერვის ნევრალგია
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, პერიფერიული ნერვული ტრავმები
ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური, პოსტტრავმული)
სხვადასხვა გენეზის ანემიები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი
ღვიძლის დაავადებები: ჰეპატიტი, ციროზი
კანის დაავადებები: ეგზემა, ნევროგენული დერმატოზები, დერმატიტები, ნეიროდერმიტები, ფსორიაზი
სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი
ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა
ორსულთა ტოქსიკოზები
ოფთალმოლოგიური დაავადებები: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანას წყლული
იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებისა და ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია
ასთენიური მდგომარეობები: დაღლილობა, დეპრესია, გაღიზიანებადობა, ძილისა და მადის დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, მეხსიერების პრობლემა
ჭარბი ფიზიკური დატვირთვა
1 ტაბლეტი 1–3 ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ
ბავშვებში 2–5 წლის ასაკში: ნახევარი ტაბლეტი
5 წლის ზევით ბავშვებში: 1 ტაბლეტი 1–2 ჯერ დღეში
მკურნალობის კურსი განისაზღვრება ექიმის მიერ
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში
ნეფროლითიაზი, ერითრემია, ერითროციტოზი, თრომბოემბოლია
ასაკი 2 წლის ქვემოთ
გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის
არაუმეტეს 25°C
მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას