გამოიყენება ფსიქო - ემოციური სტრესის მსუბუქი სიმპტომების სამკურნალოდ და ძილის მოსაწესრიგებლად.
ალორას 100მგ-იანი ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 100მგ პასიფლორას ექსტრაქტს (შეიცავს 3.5% ფლავონოიდს ვიტექსინის სახით) და რკინის წითელ ოქსიდს (E172) საღებავის სახით.
ალორას 100მგ შემოგარსული ტაბლეტი ინიშნება ფსიქო - ემოციური სტრესის მსუბუქი სიმპტომების სამკურნალოდ და ძილის მოსაწესრიგებლად.
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:
12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ, აუცილებელია დედისთვის მოსალოდნელი სარგებელის და ბავშვისთვის შესაძლო რისკის შედარება.
მოერიდეთ ავტომობილის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვას პრეპარტით მკურნალობის დროს.
დღის მანძილზე სედაციური ეფექტის გამოსაწვევად:
მოზრდილებისთვის რეკომენდებული პერორალური დოზაა 100მგ სამჯერ დღეში ჭამამდე. ძილის დარღვევისას:
მოზრდილებისთვის რეკომენდებული პერორალური დოზაა 200-300მგ დღეში ერთხელ, ძილის წინ ერთი საათით ადრე.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი 4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არის მონაცემები. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმტპომური თერაპიის დანიშვნა.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე საკუთარ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.