აკატინოლი ტაბლეტი 10მგ #90

აკატინოლი ტაბლეტი 10მგ #90

გერმანია

მერც ფარმა

აკატინოლი ნაჩვენებია დეგენერაციული დემენციის, მეხსიერების, კონცენტრაციის და სწავლის უნარის დაქვეითების, ქალა-ტვინის ტრავმის დროს.

პროდუქტის შესახებ

აკატინოლი ტაბლეტი 10მგ

შემადგენლობა:

მემანტინის ჰიდროქლორიდი - 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა 174,75 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა 52,1 მგ, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი 1,25 მგ, ტალკი 11,15 მგ, მაგნიუმის სტეარატი 0,75 მგ.

ჩვენებები:

  • ​დეგენერაციული დემენცია (ალცჰაიმერის ტიპის), სისხლძარღვოვანი დემენცია, შერეული ტიპის დემენცია ნებისმიერი სიმძიმის.
  • მეხსიერების, კონცენტრაციის და სწავლის უნარის დაქვეითება.
  • ქალა-ტვინის ტრავმის, გაფანტული სკლეროზის და ინსულტის შედეგად განვითარებული ცერებრალური და სპინალური სპასტიური სინდრომი.


დოზირების რეჟიმი:

დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზით.

დემენცია მოზრდილებში:
მკურნალობის პირველ კვირას ინიშნება 5 მგ/დღეში, მეორე კვირას-10 მგ/ დღეში, მესამე კვირას 15-20 მგ/დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზა გაიზარდოს ყოველკვირეულად 10 მგ-ით, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 30 მგ-ს.

სპასტიური სინდრომი განპირობებული ცნს-ის პათოლოგიით:
მკურნალობის პირველ კვირას ინიშნება 10 მგ/დღეში, მეორე კვირას 10 მგ/ დღეში, მესამე კვირას- 20-30 მგ/ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზა გაიზარდოს ყოველკვირეულად 10 მგ-ით, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 60 მგ-ს. საშუალოდ შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10-20 მგ/დღეში.
სადღეღამისო დოზა თანაბრად იყოფა დღის განმავლობაში რამოდენიმე მიღებაზე. პრეპარატი ინიშნება ჭამის დროს. უკანასკნელი დოზა მიიღება ვახშმამდე. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა დგინდება ინდივიდუალურად კლინიკური ეფექტიდან გამომდინარე, მკურნალობის პერიოდში თირკმლის ფუნქციის კონტროლით.

ბავშვები (1 წელზე ზემოთ): 500 მკგ/კგ/დღეში.


შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მერც ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
მემანტინი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
90
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი