აბიზოლი ხსნარი ორალური 1მგ/მლ 150მლ ფლაკონი #1
აბიზოლი ხსნარი ორალური 1მგ/მლ 150მლ ფლაკონი #1

აბიზოლი ხსნარი ორალური 1მგ/მლ 150მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი

აბიზოლი ინიშნება შიზოფრენიის სამკურნალოდ, ბიპოლარული აშლილობების, მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობის დროს.

პროდუქტის შესახებ

აბიზოლი ხსნარი ორალური 1მგ/მლ 150მლ ფლაკონი

შემადგენლობა:

​პერორალური ხსნარის ერთი მლ შეიცავს 1 მგ არიპიპრაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი მოქმედებით (ერთ მლ-ზე) 200 მგ ფრუქტოზა, 400 მგ საქაროზა, 1.8 მგ მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), 0.2 მგ პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216).


ჩვენება:

აბიზოლი ინიშნება შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში.
აბიზოლი ინიშნება I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ და ახალი მანიაკალური ეპიზოდების პრევენციისთვის მოზრდილებში გამოხატული მანიაკალური ეპიზოდებით, რომლებიც ექვემდებარება მკურნალობას არიპიპრაზოლით (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

აბიზოლი ინიშნება 12 კვირიანი მკურნალობის კურსის სახით I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).


დოზირება:

​​​მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების ზუსტად დაცვით. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აბიზოლის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 - 15 მგ/დღე-ღამეში (10-15 მლ ხსნარი/დღე-ღამეში), შემანარჩუნებელი დოზით - 15 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. აბიზოლის ეფექტიანობა ნაჩვენებია დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში (10-30 მლ ხსნარი/დღე-ღამეში). ეფექტიანობის გაზრდა დღე-ღამეში 15 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, თუმცა, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ეფექტიანობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.

სხვადასხვა მდგომარეობების მიხედვით იცვლება დოზირება, რის დაზუსტებასაც შეძლებთ თქვენს ექიმთან.


შენახვა:

​პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°С-ზე, ორიგინალ შეფუთვაში.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
არიპიპრაზოლი
დოზა
1მგ/მლ
ფორმა
ხსნარი ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი