ასტიმულირებს წვრილ ნაწლავს, მისი მთლიანი დოზის მიღება 2-6 საათის განმავლობაში იწვევს კუჭის მოქმედების გაძლიერებას.
აქტიური ნივთიერება: აბუსალათინის ზეთი (Ricini oleum).
დამხმარე ნივთიერებები: არ შეიცავს სხვა დამხმარე ნივთიერებებს.
აბუსალათინის ზეთის აქტიური ნივთიერება - რიცინოლის მჟავას ტრიგლიცერიდი ასტიმულირებს წვრილ ნაწლავს. აბუსალათინის ზეთის მთლიანი დოზის მიღება 2-6 საათის განმავლობაში იწვევს კუჭის მოქმედებას ერთჯერ ან ორჯერ უხვი, ნახევრად თხევადი ფეკალური მასებით. აბუსალათინის ზეთი ნაჩვენებია ფუნქციური ყაბზობისთვის. ამ მიზეზით ის გამოიყენება, როდესაც სასწრაფოდ არის სასურველი ნაწლავების დაცლა: რადიოლოგიურ გამოკვლევამდე, ოპერაციამდე ან მშობიარობამდე.
არ გამოიყენება მუცლის ტკივილის, ნაწლავების ობსტრუქციის, გულისრევის ან ღებინების დროს. პაციენტმა არ უნდა მიიღოს პრეპარატი, თუ მას აღენიშნება ნაღვლ-
კენჭოვანი დაავადება, სანაღვლე არხების ოკლუზია, ქრონიკული ყაბზობა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან საშვილოსნოდან. არ შეიძლება ცხიმში ხსნად ვიტამინებთან ერთად გამოყენება (A,D,E,K). არ გამოიყენება ორსულობის დროს, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა. არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში, რადგან
შესაძლოა ბავშვს განუვითარდეს ფაღარათი. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გულისრევა, ღებინება, კოლიკა, ძლიერი ფაღარათი, დისპეპსია, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით ბავშვებში.
არ გამოიყენება მამრობითი გვიმრის ექსტრაქტის საშუალებით სოლიტერის გამორეცხვის დროს. ცხიმში ხსნად ვიტამინებთან ერთად მიღებისას აბსორბცია მცირდება. ფაღარათი მოქმედებს აბსორბციაზე, ამიტომ სხვა პრეპარატების მიღება რეკომენდებულია აბუსალათინის ზეთის მიღებიდან 2-6 საათის შემდეგ.
აბუსალათინის ზეთი გამოიყენება მცირე ხანგრძლივობის ფუნქციური ყაბზობის დროს. ხანგრძლივად გამოყენებისას აბუსალათინის ზეთის ეფექტი მცირდება. ბავშვების ნაწლავები უფრო მგრძნობიარეა აბუსალათინის მიმართ და არსებობდეს დეჰიდრატაციის განვითარების რისკი. ბავშვებში აბუსალათინის ზეთი
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
მისი მიღება მანქანის ან მექანიზმების მართვის წინ არ არის რეკომენდებული, რადგან დეფეკაციის დაწყების დრო მერყეობს 2-6 საათამდე.
შიგნით მისაღებად. ფაღარათის დროს რეკომენდებულია შემდეგი დოზები: 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 სავსე ჩაის კოვზი; 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 სავსე დესერტის კოვზი; მოზრდილებში და ხანდაზმულებში- 1 - 2 სავსე სუფრის კოვზი; ღამის ძილის დარღვევის გამო რეკომენდებულია პრეპარატის დილით მიღება.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.