სოლგარი-ლამინარია /ჩრდ.ატლან. კელპი/ ტაბლეტი 200მკგ #250
სოლგარი-ლამინარია /ჩრდ.ატლან. კელპი/ ტაბლეტი 200მკგ #250

სოლგარი-ლამინარია /ჩრდ.ატლან. კელპი/ ტაბლეტი 200მკგ #250

ამერიკის შეერთებული შტატები

სოლგარი

გამოიყენება იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის, ქოლესტერინის დონის მომატების, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს.

პროდუქტის შესახებ

სოლგარი - ლამინარია /ჩრდ.ატლან. კელპი/ ტაბლეტი 200მკგ

შემადგენლობა:

იოდი (ჩრდილო ატლანტური კელპისგან მიღებული) - 200მკგ.

კელპი, იგივე ლამინარია, უნიკალური შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული წყალმცენარეა. იგი უჯრედისის უმდიდრეს წყაროს წარმოადგენს.  

კელპის შემადგენელი მთავარი აქტიური ნივთიერება ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი მიკროელემენტი იოდია. 

იოდი თიროქსინის შემადგენელ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ მიკროელემენტის გარეშე წარმოუდგენელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულაციაში მონაწილეობენ. ისინი აკონტროლებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლას; მონაწილეობენ ყველა ორგანოსა და სისტემის განვითარებაში; არეგულირებენ თავის ტვინის, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასქესო და სარძევე ჯირკვლების მუშაობას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აგრეთვე, ხელს უწყობენ ბავშვის ზრდა-განვითარებასა და ინტელექტუალური მონაცემების ჩამოყალიბებას. 


დამატებითი ინგრედიენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, კალციუმის დიფოსფატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი. 

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებსა და საღებავებს.

ჩვენება:

  • იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა (მაგ. ენდემური ჩიყვი)
  • ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა (ქირურგიული ჩარევის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით კომპლექსური მკურნალობის დასრულების შემდგომ პერიოდში).
  • დიფუზური არატოქსიური ჩიყვის მკურნალობა
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • ყაბზობა
  • დიარეა
  • ჭარბი წონა
  • ქოლესტერინის დონის მომატება
  • ნაწლავთა ბაქტერიული დისბიოზის პრევენცია
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • ინტოქსიკაცია და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი


დოზირება :

მიიღება ერთი ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.


შენახვა:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 



მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოლგარი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
იოდი
დოზა
200მკგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
250
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი