ამიკანის საინექციო ხსნარი გამოიყენება ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული სერიოზული ინფექციების დროს.
ხსნარის თითოეული მილილიტრი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 250 მილიგრამ ამიკაცინს. დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი და წყალი ინექციისთვის.
ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული სერიოზული ინფექციები.
მედიკამენტი ჩვეულებრივ კეთდება კუნთში. შესაძლებელია მისი გამოყენება ვენაში ინექციის ან ინფუზიის სახით. შესაძლებელია ასევე ამიკაცინის გამოყენება მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევის დროს, აბსცედირებული ღრუს, ფილტვის და ტვინის კავიტაციების ამოსარეცხად. დოზა შესაძლებელია დამოკიდებული იყოს ასაკზე, თანმხლებ ინფექციაზე, თირკმელების ფუნქციაზე, სმენის სიმახვილეზე, სხვა მედიკამენტების მიღებაზე და განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ჩვეულებისამებრ, იგი ინიშნება 2-3-ჯერ დღეში, 10 დღე.
მოზრდილები და ბავშვები 12 წელს ზემოთ: 15 მგ კგ-ზე სხეულის წონისა, დღეში ერთხელ ან ორ ტოლ დოზად გაყოფილი 7.5 მგ კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ. მთლიანი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1.5გ-ს.
12 წლამდე ბავშვებში: 15-20 მგ კგ-ზე სხეულის წონისა, დღეში ერთხელ ან ორ ტოლ დოზად გაყოფილი 7.5 მგ კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ.
ახალშობილებში: საწყისი დოზაა 10 მგ კგ-ზე სხეულის წონისა, მომდევნო 7.5 მგ კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ.
დღენაკლულ ახალშობილებში: 7.5 მგ კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ.
ექიმს უნდა ეცნობოს ორსულობის ან ძუძუთი კვების შესახებ. მის მიერ მოხდება მედიკამენტის დანიშვნა თუ მოსალოდნელი სარგებელი გადაწონის ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.
არ უნდა მოხდეს მედიკამენტის მიღების დროს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა თუ აღინიშნა რომელიმე გვერდითი მოვლენა რამაც შესაძლოა შეამციროს მართვის უნარები.
ამიკანი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. გახსნილი ფლაკონების გამოუყენებელი პორცია არ ინახება შემდგომი გამოყენებისთვის. გამზადებული საინექციო ან საინფუზიო ფორმები უნდა იქნეს გამოყენებული დაუყოვნებლივ.