1 მლ ხსნარი (20 წვეთი) შეიცავს მოქმედ ნივთიერებას 7.5 მგ ნატრიუმის პიკოსულფატს. სხვა ინგრედიენტები: სორბიტოლი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
ლაქსი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობისთვის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დეფეკაციის გასაადვილებლად, მაგალითად ნაწლავის ზოგიერთი გამოკვლევის წინ.თუ ამ პრეპარატის მიღების დაწყებიდან 4-5 დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთ ან მდგომარეობა გაგიუარესდათ, უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები, ხანდაზმულები და 10 წლიდან ასაკის ბავშვები 14-27 წვეთი ერთხელ დღე-ღამეში. საწყისი დოზაა 14 წვეთი, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 27 წვეთამდე. არ გადააჭარმოთ მაქსიმალურ დოზას, რომელიც შეადგენს 27 წვეთს. 4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები 7-14 წვეთი ერთხელ დღე-ღამეში. საწყისი დოზაა 7 წვეთი, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 14 წვეთამდე. არ გადააჭარმოთ მაქსიმალურ დოზას, რომელიც შეადგენს 14 წვეთს.
4 წლამდე ასაკის ბავშვები 1 წვეთი სხეულის მასის 2 კგ-ზე. ბავშვებში ნატრიუმის პოკოსულფატი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. გამოყენების წესი მოცემული პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ერთხელ დღეში ძილის წინ მომდევნო დილით დეფეკაციის გამოწვევის მიზნით. მოქმედება ვითარდება მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ. მიღების გაადვილების მიზნით შეიძლება წვეთების ჩაწვეთება ჭიქა წყალში.
პრეპარატის ყოველდღე მიღება სასურველი არ არის. თუ პრეპარატის მიღების დაწყებიდან 4-5 დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთ ან მდგომარეობა გაგიუარესდათ, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.