გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის, ხანდაზმული ასაკის, ოსტეომალაციის მკურნალობა-პროფილაქტიკის, ძვლის პათოლოგიების დროს.
D3 ვიტამინი 55მკგ (2200 სე) (ქოლეკალციფეროლი)
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, შაქარს, მარილს, საფუარს, დამატკბობლებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს.
ბოლო დრომდე D3 ვიტამინის დეფიციტი ასოცირდებოდა მხოლოდ რაქიტისა და ოსტეოპოროზის განვითარებასთან. თუმცა, თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ სისხლში D3 ვიტამინის დაბალი კონცენტრაცია ქმნის ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა:
სოლგარის ცხიმში ხსნადი D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების ასათვისებლად. D3 ვიტამინი განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღეს. D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის დემინერალიზაციასა და (ოსტეოპოროზი) მოტეხილობას. იგი უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. სოლგარის D3 ვიტამინის ეფექტურობა უტოლდება ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული D ვიტამინისას. ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D ვიტამინად გარდაქმნის უნარს, ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება.
მიიღება 1 მცენარეული კაფსულა დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.