გამოიყენება ატოპიური დერმატიტის, ეკროდერმატიტის, გამონაყარის, აკნეს, ჰერპესის, ფრჩხილების დისტროფიიის დროს.
თუთია (თუთიის პიკოლინატი) – 22მგ
პიკოლინატი ყველაზე ეფექტურ ხელატორს წარმოადგენს მინერალებისათვის, რაც იმას ნიშნავს რომ, სოლგარის თუთიის პიკოლინატი გამოირჩევა ორგანიზმის მიერ ყველაზე მაღალეფექტური შეწოვისა და ათვისების უნარით.
თუთია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედთა დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია. იგი 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს წარმოადგენს. თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი საკვები დანამატის სახით მიღება.
თუთია მონაწილეობს დნმ-ის, რნმ-ის, ცილების, ჰემოგლობინის სინთეზში, ასევე ნახშირწყლებისა და ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში (ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისათვის აუცილებელ კო-ფაქტორს წარმოადგენს).
თუთია ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისაგან. თუთიის დეფიციტი იწვევს ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის, მეხსიერების დაქვეითებას, ასთენიას და დეპრესიულ მდგომარეობას.
კალციუმის დიფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და მღებავ ნივთიერებებს.
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.
შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.