ანტივირუსული სანთელი საბავშვო, ეხმარება ვირუსული ინფექციების სიმპტომების შემსუბუქებაში და უზრუნველყოფს უსაფრთხო გამოყენებას.
შემადგენლობა:აქტიური ნივთიერება: ლარიფანი-ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) – 0.5მგ-სუპოზიტორია.დამხმარე ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გამოხდილი წყალი.
მეორადი იმუნოდეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ჩუტყვავილას სისტემური მკურნალობა.
ჰერპესული ინფექციის მკურნალობა.
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
გამოვლენილი არ არის, მიუხედავად ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
5 სუპოზიტორია (0.5მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
2 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შპს „ნეოფარმი“, თბილისი, საქართველო.