ფიტოლაქსი ტაბლეტი #20

ფიტოლაქსი ტაბლეტი #20

საქართველო

ნეოფარმი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
ფიტოლაქსი

შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: ფიტოლაქსის მშრალი ექსტრაქტი _ 0,25გ;
(მზადდება სენას ფოთლების, ხეჭრელის ქერქის და ძირტკბილას ფესვების საფუძველზე).

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, კალციუმის სტეარატი, სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, საქაროზა, აეროსილი, ტიტანის ორჟანგი, მწვანე პიგმენტი.

ფიტოლაქსის მშრალი ექსტრაქტის შემადგენლობაში შედის ანტრაგლიკოზიდები: ემოდინი, ქრიზოფანის მჟავა, გლუკოფრანგულინი, ფრანგულინი და სხვა, ასევე საპონინი გლიცირიზინი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ნაწლავის ფერმენტებისა და ბაქტერიების ზემოქმედებით ხორციელდება ანტრაგლიკოზიდების და საპონინების ჰიდროლიზი. წარმოქმნილი პროდუქტები აძლიერებენ მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, არ აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს. ჰიდროლიზის პროცესის ნელა მიმდინარეობის გამო, საფაღარათო ეფექტი ვითარდება მხოლოდ მსხვილ ნაწლავში, პრეპარატის მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ; პრეპარატში ძირტკბილას საპონინების შემცველობა მას დამატებით ანიჭებს ანთების საწინააღმდეგო, კუჭის-ნაწლავის ლორწოვან გარსის დამცველ, სპაზმოლიზურ მოქმედებას.

ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
- სპასტიური კოლიტი;
- ატონიური შეკრულობა;
- ბუასილი (ნაწლავების მოქმედების რეგულირებისთვის);
- ნაპრალები სწორ ნაწლავზე;

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ქრონიკული შეკრულობისას, რომელიც უფრო ხშირად უვითარდება მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს;

მიღების წესი და დოზირება:
1 ან 2 ტაბლეტი საღამოს ძილის წინ.
პრეპარატის ხანგრძლივად მიღება იწვევს მიჩვევას, ამიტომ საჭირო ხდება დოზის გაზრდა, ან პერიოდულად საფაღარათო პრეპარატის შენაცვლება;

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს:
- მცირე მენჯის ორგანოების გაძლიერებული ჰიპერემია;
- ჰიპოკალიემია, დემინერალიზაცია (ამიტომ სასურველი იქნება პარალელურად რომელიმე კალიუმის შემცველი პრეპარატის ან კალიუმით მდიდარი საკვების მიღება ბალანსის აღდგენისათვის);
- ფეხმძიმე ქალებში შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის მოშლა;

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოთ დღეში 1 ტაბლეტით, დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე დღეში სასურველია მხოლოდ არასაკმარისი ეფექტის მიღების შემთხვევაში.
თუ პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა გვერდითი ეფექტები, სასურველია ექიმთან კონსულტირება სიმპტომური მკურნალობის ჩატარებისთვის!

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში, ტენეზმი, გულისრევა, დიარეა.
მკურნალობა სიმპტომურია.

უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
- ნაწლავების გაუვალობა;
- ფეხმძიმობა;
- მენსტრუაცია;

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის წესი: ინახება 15-25ვC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნეოფარმი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
სინამაქი+ხეჭრელა+ძირტკბილა
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი