აქტიური ნივთიერებები: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს და 10.4 მგ ნატრიუმის მონტელუკასტს (10 მგ მონტელუკასტის ექვივალენტი). დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა უწყლო Dჩ (მიიღება ძროხის რძისგან), კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, მანიტოლი შD (E421), რკინის ოქსიდი წითელი (E172), ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ოპადრი II 85G34784 ვარდისფერი – შემადგენლობა [პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG3350, L-ლეციტინი (სოიოს) (E322), რკინის ოქსიდი წითელი (E172), FDჩ ლურჯი #:2 ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი (E132)].
ეარპასი გამოიყენება ალერგიული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) და ალერგიულ რინიტთან ასოცირებული ასთმის სამკურნალოდ და მათი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით. ეარპასი ასევე გამოიყენება ანტიჰისტამინებისადმი რეზისტენტული კანის ალერგიული დაავადების (ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია) სამკურნალოდ 15 წლის ასაკიდან.
დოზირება/მიღების სიხშირე: მოზარდების და მოზრდილებისთვის 15 წლის ასაკიდან, რეკომენდებულ დოზას შეადგენს ერთი ტაბლეტი ეარპასი ერთხელ დღეში (5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი და 10 მგ მონტელუკასტი).
მიღების გზა და მეთოდი: ეარპასი მიიღება პერორალურად, სათანადო რაოდენობის წყალთან ერთად. ეარპასის მიღება დასაშვებია როგორც უზმოდ, ასევე ჭამის შემდეგ. დაუშვებელია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დაღეჭვა ან დანაწევრება.
შენახვის წესი: ინახება თავისივე კოლოფში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის (არაუმეტეს 25C) ტემპერატურაზე. ინახება ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას.