შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს აქტიური ნივთიერება: აზელასტინის ჰიდროქლორიდი 1 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, დინატრიუმის ედეტატი, უწყლო ლიმონმჟავა, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
გამოყენების ჩვენებები: აზარა-NS ცხვირის სპრეი არის ანტიალერგიული/ანტიჰისტამინური საშუალება. ნაჩვენებია სეზონური ალერგიული რინიტის (თივის ცხელება) და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობისათვის მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისთვის. პრეპარატის პირველ გამოყენებამდე საჭიროა შესრულდეს რამდენიმე გასხურება ერთგვაროვანი სპრეის მიღებამდე. თითოეული შესხურება გამოყოფს 0,14 მლ ხსნარს, რომელიც შეიცავს 140 მკგ აზელასტინის ჰიდროქლორიდს. ჩვეულებრივ ინიშნება ცხვირის სპრეის 1 დოზა თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს), რაც 560 მკგ აზელასტინის ჰიდროქლორიდი/დღეში ექვივალენტურია. ხსნარის შესხურებისას თავი სწორად დაიჭირეთ. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების ტიპზე, სიმძიმესა და ხასიათზე. აზარა-NS ცხვირის სპრეი მოწოდებულია ხანგრძლივი გამოყენებისთვის და ამ მხრივ შეზღუდვები არ არსებობს.
სპეციალური ინსტრუქციები შენახვისთვის: ინახება 8რC-დან 25რC-მდე ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 6 თვის განმავლობაში.