შემადგენლობა აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერება: თიოქტის მჟავა 600 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, სიმეთიკონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი. გარსის შემადგენლობა: ოპადრი® 200 Optimized Performance Coating 200F210038 მწვანე (პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი, ყვითელი ქინოლინის ალუმინის ლაქი, ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქი, ნატრიუმის ბიკარბონატი).
გამოყენების ჩვენებები პერიფერიული (სენსომოტორული) დიაბეტური პოლინეიროპათიის სიმპტომების მკურნალობა მოზრდილებში.
გამოყენების წესი და დოზირება რეკომენდებული დოზა: თიოქტის მჟავას 600 მგ დღე-ღამეში. სრული სადღეღამისო დოზა უნდა იქნას მიღებული პირველ ჭამამდე 30 წუთით ადრე (უზმოზე), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭის დაცლის დაბალი სიჩქარე. თიონევრინის მიღებამ საკვებთან ერთად შეიძლება შეამციროს თიოქტის მჟავას შეწოვა. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით. ვინაიდან დიაბეტური პოლინეიროპათია ქრონიკული დაავადებაა, შესაძლოა საჭირო გახდეს თიონევრინით ხანგრძლივი თერაპია. დიაბეტური პოლინეიროპათიის თერაპიის საფუძველია გლიკემიის ადეკვატური კონტროლი. დაავადების მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებში შეიძლება რეკომენდებული იყოს საწყისი ინფუზიური თერაპია თიოქტის მჟავით. ბავშვები და მოზარდები ბავშვებსა და მოზარდებში თიონევრინის გამოყენება უკუნაჩვენებია.
შენახვის პირობები ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურის პირობებში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!