ტორასემიდი ააა ტაბლეტი 200მგ #100

ტორასემიდი ააა ტაბლეტი 200მგ #100

გერმანია

არტეზან ფარმა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
ტორასემიდი ააა 200 მგ

აქტიური ნივთიერებაა ტორასემიდი. 1 ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ტორასემიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ცელულოზის ფხვნილი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Pჰ.Eურ) [მცენარეული].

გამოყენება:
ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტები არის დიურეზული საშუალება, ანუ მედიკამენტი, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას (შარდმდენი).
ტორსემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტები ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობის სამკურნალოდ:
- თირკმლის ფუნქციის ქრონიკული მძიმე დაქვეითების დროს პრედიალიზის და დიალიზის სტადიებზე, განსაკუთრებით, თუ ვითარდება შეშუპება, რომელიც გამოწვეულია ქსოვილებში სითხის აკუმულაციით.

მიღების წესი:
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისათვის, მოზარდებისა და ხანდაზმული პაციენტებისათვის არის:
•1/4 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანდათანობით გაზარდოს დოზა 1 ტაბლეტამდე დღეში.
დოზა ინიშნება ინდივიდუალურად, თირკმლის უკმარისობის სიმძიმის მიხედვით.
მკურნალობა უნდა დაიწყოს ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ 1/4 ტაბლეტით დღეში (შეესაბამება 50 მგ ტორასემიდს). თუ შარდის გამოყოფა არასაკმარისია დოზა შეიძლება გაიზარდოს ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ 1/2 ტაბლეტამდე დღეში (შეესაბამება 100 მგ ტორასემიდს) მაქსიმუმ ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ 1 ტაბლეტამდე დღეში (შეესაბამება 200 მგ ტორასემიდს).

ტაბლეტის გაყოფა:
ტაბლეტები მარტივად შეიძლება გაიყოს ორ ან ოთხ ნაწილად ჯვარედინი გამყოფი ხაზების საშუალებით, რაც განაპირობებს დოზის შერჩევას პაციენტის საჭიროების მიხედვით.
ტაბლეტი უნდა მოთავსდეს მყარ ზედაპირზე, ცერა თითებით უნდა მოხდეს ზეწოლა გამყოფი ხაზიდან მარცხენა და მარჯვენა მხარეს, რაც უზრუნველყოფს საჭირო გაყოფას.

ასევე ხელმისაწვდომია ტორასემიდი ააა-ფარმა ტაბლეტები აქტიური ნივთიერების უფრო დაბალი შემცვველობით.

შენახვის წესი:
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
არტეზან ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ტორასემიდი
დოზა
200მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი