ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერება – მშრალი, ბუნებრივი ექსტრაქტი ჩვეულებრივი ხეპილპილას ნაყოფის (Agnus castus fruit) (6–12:1) 20 მგ, ექსტრაგენტი – ეთანოლი 60 % (მოც.თანაფარდობა).
დამხმარე ნივთიერებები, რომელთა არსებობა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პროპილენ გლიკოლი.
გამოყენების ჩვენება: - მცენარეული წარმოშობის პრეპარატი პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, მათ შორის თავის ტკივილი, კანის პრობლემები, სარძევე ჯირკვლების მსუბუქი მგრძნობელობა, მუცლის ტკივილი, ასევე განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანება, ნერვული დაძაბულობა, დეპრესიული განწყობა, დაღლილობა და ძილის პრობლემები - მენსტრუაციული ციკლის დარღვევა
დოზირების რეჟიმი პრეფემინის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.
მიღების მეთოდი: ტაბლეტი განკუთვნილია ყოველდღიური პერორალური მიღებისთვის, დაღეჭვის ან გახსნის გარეშე, უნდა გადაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, სასურველია ყოველთვის დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, მაგალითად, დილით ან ძილის წინ, არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. მკურნალობის ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია მისი მიღება წყვეტის გარეშე მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.
უკუჩვენება: - ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში; - მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლბა, ლაპის ფერმენტის დეფიციტი (LAPP)-ლაქტაზა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია; - ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები.
ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!