აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილი და ამლოდიპინი ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. პერინამ დენკ 4/10 მგ თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს (ექვივალენტურია 3.34 მგ პერინდოპრილის) და 10 მგ ამლოდიპინის (ბეზილატის სახით).
თერაპიული ჩვენებები პერინამ დენკი გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის და/ან სტაბილური კორონარული არტერიული დაავადების სამკურნალო ჩანაცვლებითი თერრაპიის სახით, იმ პაციენტებში რომლებიც იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს ცალკე მედიკამენტების სახით იგივე დოზებით.
მიღების მეთოდი ორალურად მისაღები.
მიიღება ერთი ტაბლეტი დღეში ერთჯერადი დოზის სახით, სასურველია დილით ან ჭამის წინ. ფიქსირებული დოზის კომბინაცია არ მიიღება თერაპიის საწყის ეტაპზე ფოზოლოგიის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია პერინამ დენკის დოზის ცვლილება ან ინდივიდუალური ტიტრაცია თავისუფალი კომბინაციით
ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად.