აქტიური ნივთიერებები: ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 5 მგ ნატრიუმის მონტელუკასტი 10.40 მგ (შეესაბამება 10 მგ მონტელუკასტს)
დამხმარე ნივთიერებები: მონტელუკასტის შრე: D-მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი ლევოცეტირიზინის შრე: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი აპკიანი გარსი.
ჩვენება: ალერგიული რინიტის სიმპტომების შემსუბუქება ასთმისა და სრულწლიანი ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ინიშნება ალერგიული რინიტის დროს ასთმით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ მონტელუკასტი. მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: მიიღება ორალურად დღეში ერთხელ, 1 ტაბლეტი საღამოს. პაციენტებს, რომლებსაც ერთდროულად ესაჭიროებათ მონტელუკასტი და ლევოცეტირიზი, მოხერხებული მიღებისთვის შეუძლიათ გადავიდნენ ამ პრეპარატის მიღებაზე (კომბინირებული პრეპარატი აქტიური ნივთიერებების იგივე შემცველობით).
ორსულობა და ლაქტაცია: (1) მონტელუკასტის ორალური მიღებისას ვირთხებში დოზით 400 მგ/კგ/დღეში (შეესაბამება მოზრდილებში AUC-ის მიხედვით მაქსიმალურ ორალურ დღიურ დოზაზე 100-ჯერ მაღალ დოზას), ხოლო კურდღლებში დოზით - 300 მგ/კგ/დღეში (AUC-ის მიხედვით მოზრდილებისთვის მაქსიმალურ ორალურ დღიურ დოზაზე 100-ჯერ მაღალი დოზა) არ აღინიშნა რაიმე სახის მალფორმაცია. ცნობილია, რომ მონტელუკასტი გადის პლაცენტაში ვირთხებსა და კურდღლებში ორალური მიღების შემდეგ. არ არსებობს კონტროლირებული კვლევის შედეგები ორსულებში, ხოლო ცხოველებში რეპროდუქციული ტოქსიკურობის ტესტების შედეგები ყოველთვის არ ემთხვევა ადამიანებში გამოვლენილ შედეგებს. ლევოცეტირიზინით ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს არანაირი მანკი არ გამოვლენილა, მაგრამ ეს პრეპარატი არ ინიშნება ორსულ ქალებში, რადგან საკმარისი კვლევები არ არის ჩატარებული. (2) ორსულობის დროს ეს პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. პროსპექტული და რეტროსპექტული კოჰორტის კვლევების მონაცემებმა არ გამოავლინა მონტელუკასტის გამოყენებასთან დაკავშირებული ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების რისკი ორსულ ქალებში. ამ კვლევებს აქვს მეთოდოლოგიური შეზღუდვები, მათ შორის ნიმუშის მცირე ზომა, ზოგიერთ შემთხვევაში კი რეტროსპექტულად შეგროვებული მონაცემები და არაიდენტური საკონტროლო ჯგუფების გამოყენება. (3) ცხოველებში ლევოცეტირიზინის ფერტილობაზე ზემოქმედების ტესტები არ ჩატარებულა. (4) ვირთხებში მონტელუკასტი გამოიყოფა რძეში. უცნობია გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი ქალის რძეში, მაგრამ, რადგან მრავალი მედიკამენტი გადადის რძეში, ეს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს მეძუძურ დედებში.
გამოყენება პედიატრიაში: 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას: ეს პრეპარატი სინათლის მიმართ არასტაბილურია, წინასწარ არ გახსნათ სანამ მზად არ იქნებით მის მისაღებად.
სიფრთხილის ზომები შენახვისა და მოპყრობისთვის: 1) შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 2) საჭიროა სიფრთხილე, რადგან ამ პრეპარატის სხვა კონტეინერში გადატანამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაზიანება ან არ იყოს სასურველი ხარისხის შენარჩუნების თვალსაზრისით.
შენახვა: 1) შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში 30 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. 2) ვარგისიანობის ვადა: 36 თვე დამზადების დღიდან.