KARDATUXAN tab 15mg #42

პოლონეთი

გედეონ რიხტერი პოლსკა
About Product
კარდატუქსანი

შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: რივაროქსაბანი 15 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა 6 cP, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი; აპკიანი საფარი: ოპადრაი II 33G240000 ვარდისფერი (ჰიპრომელოზა 6 cP, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი პეგ 4000 (E1521), ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172).

გამოყენების ჩვენებები
მოზრდილები
- ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციით ერთი ან მეტი რისკ-ფაქტორის არსებობისას, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ასაკი ≥ 75 წელზე მეტი, შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა ანამნეზში.
- ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მკურნალობა, ასევე ზრდასრულ პაციენტებში ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის რეციდივის პრევენცია. (იხილეთ მითითებები ჰემოდინამიურად არასტაბილური ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მქონე პაციენტებისთვის ნაწილში „სიფრთხილის ზომები“).
ბავშვები
- ვენური თრომბოემბოლიის მკურნალობა და მორეციდივე ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რომელთა წონაა 30 კგ-დან 50 კგ-მდე, საწყისი პარენტერალური ანტიკოაგულაციური თერაპიის მინიმუმ 5 დღის შემდეგ.

შენახვის პირობები:
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი პოლსკა
Country
პოლონეთი
Generic
rivaroxaban
Dose
15მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
42
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page