შემადგენლობა თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: რივაროქსაბანი 2,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა 6 cP, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი; აპკიანი საფარი: ოპადრაი II 33G220013 ყვითელი (ჰიპრომელოზა 6 cP, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი პეგ 4000 (E1521), ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).
გამოყენების ჩვენებები - პრეპარატი კარდატუქსანი აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად ან აცეტილსალიცილის მჟავასთან კლოპიდოგრელის ან ტიკლოპიდინის კომბინაციაში განკუთვნილია ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკისთვის მოზრდილ პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით გულის სპეციფიკური ბიომარკერების მომატებული მაჩვენებლით (იხ. "ფარმაკოდინამიკა", "უკუჩვენებები" და "სიფრთხილის ზომები"). - პრეპარატი კარდატუქსანი აცეტილსალიცილმჟავასთან ერთად განკუთვნილია ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკისთვის მოზრდილ პაციენტებში გულის კორონარული დაავადებით ან კლინიკურად მნიშვნელოვანი პერიფერიული არტერიების დაავადებით (PAD) იშემიური მოვლენების მაღალი რისკით.
გამოყენების წესი და დოზები დოზირების რეჟიმი რეკომენდებული დოზა არის 2.5 მგ ორჯერ დღეში. მწვავე კორონარული სინდრომი პაციენტებმა, რომლებიც იღებენ კარდატუქსანს 2,5 მგ ორჯერ დღეში, ასევე უნდა მიიღონ აცეტილსალიცილის მჟავა დღიური დოზით 75-100 მგ ან აცეტილსალიცილის მჟავა დღიური დოზით 75-100 მგ კლოპიდოგრელის 75 მგ დღიურ დოზასთან ან ტიკლოპიდინის სტანდარტულ დღიურ დოზასთან ერთად. მკურნალობა რეგულარულად უნდა შეფასდეს თითოეულ პაციენტში, იშემიური გართულებების და სისხლდენის რისკის გათვალისწინებით. მკურნალობის გახანგრძლივება 12 თვეზე მეტ ხანს უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად, ვინაიდან მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ 24 თვემდე შეზღუდულია (იხ. ნაწილი "ფარმაკოდინამიკა"). კარდატუქსანით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, მას შემდეგ, რაც მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზდება (რევასკულარიზაციის პროცედურის ჩათვლით), მაგრამ არა უადრეს 24 საათისა ჰოსპიტალიზაციის შემდეგ და იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივ წყდება პარენტერალური ანტიკოაგულაციური თერაპია.
შენახვის პირობები პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.