BiSilvAloe spray 50.0

BiSilvAloe spray 50.0

იტალია

სინიორინ მედიქალი
About Product
ბისილვალოე სპრეი

შემადგენლობა: მიკრონიზებული ცეოლიტი, სამკურნალო ალოე (aloe vera), იონური ვერცხლი, n-ბუტანი.

ჩვენებები: აბსორბენტი მინერალური ფხვნილი 2,5% იონური ვერცხლით და სამკურნალო ალოეთი. მისი გამოიყენება ჭრილობებზე, ნაკაწრებზე, მცირე დამწვრობებზე, კანის იარებზე და ა.შ. ქმნის სუფთა და ტენიან გარემოს და ამით იძლევა სისველის (გამონადენის) კონტროლის საშუალებას, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი შეხორცების პროცესს, იცავს არეს ეგზოგენური მიკრობული ზრდის გავრცელებისგან. ვერცხლის იონების არსებობა იცავს ფლაკონს მიკრობული დაბინძურებისაგან. პროდუქტი რჩება დამუშავებულ ადგილზე, არ იშლება და ადვილად შორდება მარილიანი სპრეის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ჭრილობაზე დასაფიქსირებლად შესაძლებელია სტერილური დოლბანდის ან ჰაერგამტარი სახვევის გამოყენება. არ შეიცავს ცხოველური ქსოვილისგან მიღებულ პროდუქტებს (კოლაგენი, კერატინი, ელასტინი და ა.შ.).

გამოყენების წესი: გამოყენებამდე ჭრილობები უნდა გაიწმინდოს იზოტონური ხსნარით. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ აეროზოლის ფლაკონი, შეასხურეთ მოკლე ინტერვალებით, მსუბუქად დააჭირეთ დისპენსერის ღილაკს და მიმართეთ სპრეი დასამუშავებელი ადგილისკენ. არ გაასხუროთ ჰაერში, თავიდან აირიდეთ შესაძლო აალების რისკები. გაიმეორეთ პროცედურა საჭიროებისამებრ, დაფარეთ დამუშავებული ადგილი სტერილური სახვევით.

გაფრთხილებები: აეროზოლი ძლიერ აალებადია. კონტეინერი დალუქულია წნევის ქვეშ: გაცხელების შემთხვევაში შეიძლება გასკდეს. მოარიდეთ სიცხეს, ნაპერწკლებს, ღია ცეცხლს, ცხელ ზედაპირებს.
დაუშვებელია მოწევა. კონტეინერი დალუქულია წნევის ქვეშ: არ გახვრიტოთ ან დაწვათ, გამოყენების შემდეგაც კი. მოარიდეთ მზეს.

საფრთხე
არ შეინახოთ 50 C / 122 F-ზე მეტ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეასხუროთ ღია ცეცხლზე ან აალების სხვა წყაროზე.
გვერდითი რეაქციები არ არის ცნობილი მოწყობილობის კომპონენტებთან მიმართებაში.
არ გამოიყენოთ ზედიზედ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში; თუ ამ დროის შემდეგ ჭრილობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მიმართეთ ექიმს.
Show More
More Info
Brand
სინიორინ მედიქალი
Country
იტალია
Generic
argentum ion+aloe vera+n-nutan
Form
სპრეი გარეგანი
Quantity
1
Volume
50მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page