Ativamente powder for solution oral sachet #14
Ativamente powder for solution oral sachet #14

Ativamente powder for solution oral sachet #14

იტალია

გრუპო ფარმაიმპრესა
About Product
აქტივამენტი
10 მლ ორალური ხსნარი საშეტში N14

შემადგენლობა:
ციტიქოლინი - 250 მგ
ვიტამინი B6 - 1.4 მგ
ვიტამინი B12 - 2.5 მკგ

სხვა ინგრედიენტები: წყალი, მღებავი: E150b; კოლას არომატი, მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა; კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი; დამატკბობელი: სუკრალოზა.

გამოყენება:
აქტივამენტი წარმოადგენს საკვებ დანამატს ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციისთვის. მიიღება ყურადღების კონცენტრაციის, ფოკუსის, დასწავლისა და მეხსიერების გასაუმჯობესებლად ბავშვებში, მოზრდილებსა და ასაკოვნებში.
აქტივამენტის მიღება ეფექტიანია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი
- ქირურგიული პროცედურის შემდგომი აღდგენითი პერიოდი
- კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება, ასაკობრივი ან თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი
- ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი არღდგენითი პერიოდი
- დიაბეტური ნეიროპათია, რეტინოპათია
- გლაუკომა
- ამბლიოპია
- დეპრესიის ადიუვანტური თერაპია

მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია 1-2 საშეტი დღეში. საშეტის გახსნამდე მიზანშეწონილია შენჯღრევა შიგთავსის ჰომოგენიზაციის მიზნით.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ციტიქოლინის ან ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გამოყენება ორსულობის დროს
ციტიქოლინის ორსულობის დროს გამოყენების მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
გამოყენება ბავშვებში
ადეკვატური დოზით ციტიქოლინის ორალური მიღება უსაფრთხოდ ითვლება 1 წლამდე ასაკიდან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ურთიერთქმედება:
ციტიქოლინი აძლიერებს ლევოდოპას შემცველი მედიკამენტების ეფექტს.
მისი მიღება არ უნდა მოხდეს მეკლოფენოქსატის შემცველ მედიკამენტებთან ერთად.

შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას 12 - 25C-მდე ტემპერატურის პირობებში. გამოყენების ვადა ვრცელდება პირობების დაცვით შენახულ გაუხსნელ პროდუქტზე.

სიფრთხილის ზომები:
შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
საკვები დანამატების მიღება არ ანაცვლებს მრავალფეროვან დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.
Show More
More Info
Brand
გრუპო ფარმაიმპრესა
Country
იტალია
Generic
citicoline+vit B-6+B-12
Form
ხსნარი ორალური
Packing
პაკეტი
Quantity
14
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page